დღეს - 27 აპრ
სტანდარტი
მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში რეგისტრატორი
თბილისი
სამედიცინო კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • 750
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 750 ლარი
სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს)

ძირითადი ფუნქციები:
  • გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
  • პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
  • პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • უცხო ენა - B1 დონეზე
  • MS Office - სამომხმარებლო დონეზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: medicalcompanyjobs@gmail.com (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ER რეგისტრატორი“.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს,

რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 204
უნიკალური ნახვები 198