27 მარ - 25 აპრ
სტანდარტი
ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია ბიოქიმფარმი აცხადებს ვაკანსიას „ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სპეციალისტი“-ს თანამდებობაზე:

პასუხისმგებლობები
  • წარმოების და შეფუთვის პროცესში ნიმუშების აღება;
  • საწყობში მიღებული მასალა/ნედლეულის კონტროლისთვის ნიმუშების აღება;
  • სამუშაოს ნათლად და ზუსტად დოკუმენტირება სტანდარტული ოპერაციული პროცედურების, ხარისხის მართვის სისტემის და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად;
  • ჩანაწერების წარმოება და შენახვა;
  • სხვა განყოფილებებთან შეთანხმებული მოქმედება საჭირო მასალებით მომარაგების უზრუნველსაყოფად;
  • კარგი დოკუმენტაციის პრაქტიკის (GDP), კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) დაცვა;
  • პროცესების გასაუმჯობესებლად ახალი მეთოდოლოგიების სწავლა და ახალი უნარების გამომუშავება, კრიტიკული აზროვნების შენარჩუნება.

კვალიფიკაცია
  • ბაკალავრის ხარისხი მიკრობიოლოგიაში, ფარმაციაში, ვირუსოლოგიაში მოლეკულურ და უჯრედულ ბიოლოგიაში ან სხვა მომიჯნავე დარგებში;
  • შედეგების ანალიზის და დოკუმენტირების უნარი;
  • ფარმაცევტულ წარმოებაში სამუშაო გამოცდილება სასურველია მაგრამ არა სავალდებულო;
  • Microsoft Office პროგრამების (MS Word, MS Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები
  • ორგანიზაციული და ტექნიკური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;

ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www. biochimpharm.ge ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharm

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია
ნახვები 275
უნიკალური ნახვები 252