27 მარ - 26 აპრ
სტანდარტი
კომპიუტერული ინჟინერიის და გეოინფორმაციული სისტემების (Gis) შემსწავლელ სასერთიფიკატო კურსები
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595050154
„ინტელექტ ცენტრი“ გთავაზობთ კომპიუტერული ინჟინერიის და გეოინფორმაციული სისტემების (Gis) შემსწავლელ სასერთიფიკატო კურსებს !!!

კომპიუტერული ინჟინერიის სასერთიფიკატო კურსი - IT ინფორმაციული ტექნოლოგიები სტაჟირებით:
კურსი გათვლილია: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მაღალი ტექნოლოგიების სფეროთი და სურთ შეიძინონ კომპიუტერებთან მუშაობის უნარები-ჩვევები;დამოუკიდებლად გადაჭრან კომპიუტერული პრობლემები (რემონტი, აწყობა, დიაგნოსტიკა), დააინსტალირონ და ოპტიმიზაცია გაუკეთონ კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას,შექმნან ლოკალური ქსელები და ასევე მიიღოს საფუძვლიანი განათლება ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურის განვითარებაში!

სწავლება მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკით - პროფესიონალურ დონეზე!!!
სასწავლო პროცესი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით!
სასწავლო კურსის პრაქტიკული ნაწილი ტარდება ჩვენს მოქმედ კომპიუტერულ სერვის ცენტრში, რაც მეტად მნიშვნელოვანია სწავლების თვალსაზრისით!
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, რომ დეტალურად გაეცნოთ და იმუშაოთ კომპიუტერულ აპარატურასთან და მიიღოთ რეალური პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება!!!

კომპიუტერული არქიტექტურა და ინჟინერია

სასწავლო კურსის პროგრამა:
  • მიმოხილვა (კომპოიტერის შემადგენელი ნაწილები, შემტან-გამომტანი მოწყობილობები)
  • დედაპლატა ( ფორმ ფაქტორები, გაფართოების სლოტები, პორტები, სოკეტი)
  • დედაპლატა (ჩიპსეტები, ბიოსი, CMOS ელემენტი, DMA, IRQ)
  • პროცესორი ( პროცესორის დანიშნულება, მახასიათებლები Intel და AMD ს თაობები, Cash მეხსიერება, PGA და LGA)
  • ოპერატიული მეხსიერება (ოპერატიული მეხსირერების დანიშნულება, განსხვავება DDR2, DDR3, DDR4 )
  • მყარი დისკი ( მყარი დისკის დანიშნულება , HDD, SCSI და SSD მახასიათებლები, სექტორი, ბილიკი,ცილინრი,კლასტერი)
  • ვიდეო კარტა ( Nvidia და ATI Radeon დანიშნულება განსხვავება, Cash მეხსიერება, )
  • კვების ბლოკი ( მოდულარული კვების ბლოკები , გამომავალი ძაბვევი)
  • გაგრილების სისტემები , CD-Rom
  • ხმის დაფა (Creative Labs, Sound Bluster, Mp3, Mp4, Wav , Direct X )
  • ქსელის დაფა (ქსელის დაფის დანიშნულება)
  • ქეისის სტრუქტურა ტიპები და განსხავებები
  • შიდა დამაკავშირებელი კაბელები
  • ქეისის დაშლა აწყობა
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია კონფიგურირება
  • ბიოსის დანიშნულება (BIOS setup და BIOS POST, პირველადი დისკის ჩამტვირთავი სექტორი, Safe Mode)
  • ოპერაციული სისტემემის Windows 7 ის ინსტალაცია
  • დრაივერების მოძიება ინსტალაცია
  • Device Manager განხილვა
  • Control Panel ძირითადი ფუნქციები ( მომხმარებლის შექმნა, font ის დამატება , სისტემის აღდგენა, პროგრამების წაშლა და ა.შ)
  • დრაივერების მოძიება ინსტალაცია
  • ოპერაციული სისტემის Windows 10 ის ინსტალაცია
  • ოპერაციული სისტემის Winodws 10 ის მიმოხილვა დამატებითი ფუნქციები

კომპიუტერული ქსელი
  • ქსელის დანიშნულება არსი და პრინციპები
  • ინფორმაციის გადაცემის მეთოდები
  • ქსელის ტიპების განსხავება (LAN , WAN, Wlan, Man)
  • IP მისამართი, Mac მისამართი, Default Gateway, DNS განხილვა
  • Apipa, Simplex, Half-duplex, Full-duplex, გადაცემის მეთოდები , Broadband ტექნოლოგია
  • სტატიკური და დინამიური დამისამართება DHCP ის მუშაობის პრინციპები
  • კაბელის დაჯეკვა
  • როუტერის კონფიგურაცია (Wireless, DHCP, Mac Filtering , Reset)

სასწავლო კურსის ღირებულება და პირობები:
  • კურსის ხანგრძლივობა - 16 ლექცია
  • ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ, ან 2 ჯერ (შეთანხმებით)
  • ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ.
  • კურსის ღირებულება:
  • ინდივიდუალურად: 800 ლარი, ჯგუფში - 700 ლარი

გაითვალისწინეთ!!! ლექციები ტარდება „ინტელექტ ცენტრის“ მოქმედ კომპიუტერულ სერვის ცენტრში!!! სწავლის პროცესში ტრენინგ-კურსის მონაწილეები შეაასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს ყოველ ახსნილ ახალ მასალაზე!
თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ დეტალურად გაეცნოთ და იმუშაოთ სპეციალურ მოწყობილობებთან!!!

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

2. გეოინფორმაციული სისტემების სასერთიფიკატო კურსი
ArcGis 10.4

კურსი ორიენტირებულია ნებისმიერი მსურველისთვის; ფიზიკური და კორპორატიული მომხმარებლებისთვის, სტუდენტებისთვის!
გაითვალისწინეთ! ჩვენს მიერ მომზადებულია: ამერიკის საელჩოს, საქნახშირის, თელასის, საჯარო რეესტრის, ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის, საქართველოს რკინიგზის, კავკასუს ონლაინის, იუსტიციის სახლის და სხვა წამყვანი კომპანიის კადრები!

სასწავლო პროგრამა:
გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა არის კომპიუტერულ რუკებსა და მონაცემთა ბაზებზე დაფუძნებული საინფორმაციო სისტემა, რომელიც გამოიყენება სივრცეში განთავსებული მონაცემების შეგროვების, შენახვის, მართვისა და ანალიზისთვის.

გეოინფორმაციული სისტემები რამდენიმე ძირითადი მიმართულებისგან შედგება:
  • გეოინფორმაციული სისტემები
  • გეომონაცემთა ბაზები და პროგრამირება
  • ლანდშაფტების 3D მოდელირება
  • 4გამოყენებითი კარტოგარფიის და გეოდეზიის საფუძვლები (GIS-ის სპეციალისტებისა და საჯარო რეესტრის ავტორიზებული ამზომველი ორგანიზაციებისათვის).

ვინ შეიძლება შეიწავლოს GIS -ის პროგრამა?
პირმა, რომელიც ფლობს:
  • გეოგრაფიას
  • კარტოგრაფიას
  • ტოპოგრაფია-გეოდეზიას
  • სხვა საბუნებისმეტყველო დარგებს
  • არქიტექტურას
  • ხაზვას
  • პროგრამირებას
  • მონაცემთა ბაზებს.

სად შეუძლია GIS-ის სპეციალისტს მუშაობა?
ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში, რომელთაც აქვთ სივრცით ინფორმაციასთან საქმე.
კერძოდ:
  • თავდაცვის სფეროში
  • შინაგან საქმეთს უწყებეში
  • საჯარო რეესტრში
  • საჯარო რეესტრის ავტორიზებულ კერძო ამზომველ კომპანიებში
  • მერის დაქვემდებარების უწყებებში
  • ტურიზმის დეპარტამენტში თელასში
  • თბილგაზში
  • თბილისის წყალში
  • არქიტექტურულ სამსახურებში
  • სამშენებლო კომპანიებში
  • სასწავლო-სამეცნერო დაწესებულებებში
  • სკოლებში
  • მსხვილ კორპორაციებში (გაზისა და ნავთობის, ელექტროკავშირი და სხვა).

1. გეოინფორმაციული სისტემები ArcGIS
გაკვეთილი 1. ზოგადი საკითხები
გაკვეთილი 2. გის-ის მონაცემთა სახეები
გაკვეთილი 3. გის-ის ვექტორული თემატური ფენების დიგიტალიზაცია (აციფრვა)
გაკვეთილი 4. მონაცემთა ატრიბუტული ცხრილეები
გაკვეთილი 5. მონაცემთა მონიშვნა (Selection)
გაკვეთილი 6. მონაცემთა ვიზუალიზაცია
გაკვეთილი 7. წარწერებთან მუშაობა
გაკვეთილი 8. ციფრული რუკის კომპოზიცია
გაკვეთილი 9. სხვადასხვა ტიპის ციფრული რუკების გენერირება
გაკვეთილი 10. სასარგებლო ინსტრუმენტები და უნარ-ჩვევები.
ლექციები შედგება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობისგან.

სწავლის ხანგრძლივობა 10 - 2 სთ-იანი ლექცია - ჯგუფში - 700 ლარი


2. გეომონაცემთა ბაზები და პროგრამირება (პროგრამირება ArcGIS-ის გარემოში)
ArcGIS-ის დაპროგრამების საშუალებები (VBA) და ArcObjects-ის მოდელი (2 სთ)
გეომონაცემების გამოყენება (მონაცემთა მწკრივები და ფენები. მათი ატრიბუტები, დამუშავება, გარდაქმნა და საკოორდინატო სისტემებთან მიბმა) (2-3 სთ)
მონაცემთა გამოსახვა (2 სთ)
ArcObjects-ის მოდელის გამოყენება გეომონაცემთა შესწავლისას (2 სთ)
ოპერაციები ვექტორულ მონაცემებზე (1.5-2 სთ)
ოპერაციები რასტრულ მონაცემებზე (1.5-2 სთ)
ArcObjects-ის გამოყენება ადგილობრივი რუკების შექმნისას და სივრცული ინტერპოლაციის დროს (2-3 სთ).

სწავლის ხანგრძლივობა 7 - 2 სთ-იანი ლექცია - ჯგუფში - 600 ლარი


3. ლანდშაფტების 3D მოდელირება (ArcGIS 3D Analyst - სამგანზომილებიანი გეოსაინფორმაციო სისტემა)
ArcGIS 3D Analyst-ის შესაძლებლობები და გამოყენება (1 სთ)
შესავალი კურსი (2 სთ)
ზედაპირების სამგანზომილებიანი მოდელების (მაგ. TIN და DEM) შექმნა (2 სთ)
სამგანზომლებიანი მონაცემების მართვა (2 სთ)
ზედაპირების გამოსახვა (2 სთ)
ზედაპირების ანალიზი (2 სთ)
3D ვიზუალიზაცია (2 სთ)
3D ანიმაცია (2 სთ).

სწავლის ხანგრძლივობა 7 - 2 სთ-იანი ლექცია - ჯგუფში - 600 ლარი

4. გამოყენებითი კარტოგარფიის და გეოდეზიის საფუძვლები (GIS-ის სპეციალისტებისა და საჯარო რეესტრის ავტორიზებული ამზომველი ორგანიზაციებისათვის)

რუკა და მისი ელემენტები:
  • ცნება რუკის შესახებ
  • რუკების კლასიფიკაცია
  • რუკის ელემენტები
  • რუკის მათემატიკური საფუძვლები:
  • პროექციები
  • მასშტაბი
  • რუკის კომპოზიცია.
  • რუკის გეოდეზიური საფუძველი:
  • დედამიწის ელიფსოიდი
  • კოორდინატთა მსოფლიო გეოდეზიური სისტემა - WGS-84
  • კოორდინატთა სისტემები
  • სიმაღლეთა სისტემები
  • რუკის ლეგენდა.
  • ტოპოგრაფიული რუკა და გეგმა:
  • ტოპოგრაფიული რუკა
  • თანამედროვე ტოპოგრაფიული რუკები
  • ტოპოგრაფიული გეგმა
  • საკადასტრო რუკა
  • შენობა-ნაგებობების შიგა ნახაზები.
  • დამატებითი მასალა:
  • რუკის გაფორმების ზოგიერთი საკითხი
  • კარტოგარფიული გენერალიზაცია
  • კარტოგრაფიული სახვითი საშუალებები.

სწავლის ხანგრძლივობა 5 - 1,5 სთ-იანი ლექცია - ჯგუფში - 500 ლარი

აღნიშნული ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან!
„ინტელექტ ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, „ინტელექტ ცენტრის“ პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის, ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა!

გაითვალისწინეთ!!! შპს ,,ინტელექტ ცენტრი” ერთ-ერთი გამორჩეული მრავალპროფილიანი ტრენინგ ცენტრია საქართველოში, რომელსაც მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება გააჩნია!

“ინტელექტ ცენტრის“ კურსდამთავრებულები არიან მრავალი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები.

მიიღეთ განსაკუთრებული შეთავაზება გამორჩეული სასწვლო ცენტრისგან!!!

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!!!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 24 წლიან სამუშაო გამოცდილებას!

შპს "ინტელექტ ცენტრი"

ტელ: +995 595050154, +995 593 614552 , +995 577464852 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com

Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები
ნახვები 77
უნიკალური ნახვები 76