26 მარ - 24 აპრ
სტანდარტი
ღვინის კონსულტანტი / მიმტანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Wine Not Bar and Kitchen აცხადდებს ვაკანსიას ღვინის კონსულტანტი/მიმტანი გუდიაშვილზე, ჩვენს მეგობრულ გუნდში გასაწევრიანებლად

პასუხისმგებლობა:
  • სტუმრების დახვედრა, დროული მომსახურება
  • მენიუს დამახსოვრება, რეკომენდაციების გაცემა და სწორი ფორმით შეთავაზება სტუმრებისთვის
  • სამზარეულოსთან კოორდინაცია
  • ღვინის ტრეინინგების გავლა რესტორნის სომელიესთან და საჭიროების შემთხვევაში დეგუსტაციების ჩატარება
  • რესტორნის კონცეფციის ცოდნა და გადაცემა მომხმარებლისთვის
  • მეგობრული გარემოს შექმნა სტუმრებისთვის
  • სერვისის სტანდარტის დაცვა
  • ბარის ფუნქციების შეთავსება საჭიროების შემთხვევაში (რამდენიმე მარტივი კოქტეილის მომზადება, ყავა/ჩაი)
  • ბრენდის მიმართ სტუმრების კეთილგანწყობის ამაღლება მეგობრული, დროული, ყურადღებიანი მომსახურების ხარჯზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • მიმტანად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის გამართულად - სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ღონისძიებებზე დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
  • მეღვინეობის მიმართულებით აკადემიური ან პროფესიული გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: winenotgeorgia2@gmail.com; სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი
ნახვები 121
უნიკალური ნახვები 119