25 მარ - 24 აპრ
სტანდარტი
სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მივლინება
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში „სინევო საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.


სინევოში თქვენ დაგხვდებათ:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass
  • თიმბილდინგი
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება


აუცილებელი მოთხოვნები:

  • სასურველი უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა სასაუბრო, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის საჭირო დონეზე ფლობა)
  • მართვის მოწმობა


სამუშაოს აღწერილობა:

  • სამედიცინო წარმომადგენლების ვიზიტების დაგეგმვის და განხორციელების მონიტორინგი
  • ინდივიდუალური და ორმაგი, ჯვარედინი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში
  • პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება
  • წარმომადგენლების ტრენინგი, ვიზიტების დითეილინგი
  • სავიზიტო აქტივობის ხარისხის უწყვეტი ზრდის უზრუნველყოფა
  • ბაზრის მარკეტინგული კვლევებისა და პოსტმარკეტინგული კვლევებში მონაწილობა
  • CRM სისტემის ადმინსტრირება და სამედიცინო წარმოადგენლების მუშაობის მონიტორინგი.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სტრატეგიული დაგეგმარება
  • დროის მენეჯმენტი
  • გუნდური მუშაობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოლაპარაკებების წარმოება
  • სტრესულ სიტუაციაში ადაპტირებისა და მათი მართვის უნარი
  • სწრაფი ანალიტიკური აზროვნება


დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე marketinghr@synevo.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.


"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.


„სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!


სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია
ნახვები 217
უნიკალური ნახვები 214