პრობლემური სესხების მართვის სპეციალისტი

თარიღები: 15 სექ - 14 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: Hr@mogo.ge
საბანკო:  პრობლემური სესხების ოფიცერი

კომპანია „მოგო“, აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე, 
დასავლეთ საქართველოში (აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონი)

„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Mogo Finance“ შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/ 

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძიება/მოყვანა, ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტებთან ვიზიტი;
  • ყოველთვიური სამოქმედო გეგმის შესრულება;
  • პორტფელის მართვა, სისტემატური მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული ვალდებულების მქონე კლიენტებთან, მათ თავდებებსა და დაკავშირებულ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება და ვიზიტი მათ საცხოვრებელ/სამუშაო ადგილებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოყვანის/ვალდებულებების დაფარვის მიზნით.
  • აღმასრულებლებთან ურთიერთობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე, სააღსრულებლო ან ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა - B კატეგორია;
  • საკუთარი ავტომობილი (გამართული); 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
  • დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს. 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი;

გისურვებთ წარმატებებს!