ტრენინგ-კურსი საჯარო გამოსვლის უსაფრთხოებაში

თარიღები: 19 სექ - 07 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: voting.science@gmail.com
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

„ვოტუმი და მეცნიერება“, “ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრთან” და “ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის” აცხადებს „საჯარო გამოსვლის (მოხსენების) უსაფრთხოების“ ტრენინგ-კურსს.

 

ტრენინგ-კურსი განკუთვნილია:

  • სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში დასაქმებული პირთათვის;
  • სტუდენტებისათვის;
  • მასმედიის წარმომადგენლებისთვის;
  • საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეებისთვის;

 

პროგრამის გავლით გეძლევათ შესაძლებლობა:

  • განახორციელოთ მაქსიმალურად პოზიტიური კომუნიკაცია;
  • სწორად განსაზღვროთ საჯარო გამოსვლის მიზნები და ამოცანები;
  • სწორად შეიმუშაოდ პრეზენტაციის (წერილობითი და power point) სტრუქტურა და მოახდინოთ მისი ეფექტური წარდგენა ნებისმიერი აუდიტორიისათვის;
  • თქვენი იმიჯის ასამაღლებლად უშეცდომოდ შეისწავლოთ აუდიტორიის შემადგენლობა;
  • მართოთ საკუთარი ფსიქოლოგია საჯარო გამოსვლების წინ და მისი მიმდინარეობისას არსებული ღელვისა და შფოთვის დასაძლევად;
  • თქვენი გამოსვლა იყოს მაღალი ზეგავლენის მქონე აუდიტორიაზე;
  • შეიძინოთ  მომხსენებელისათვის (სპიკერისათვის) აუცილებელი უნარ-ჩვევები;
  • შეიძინოთ საკუთარი შესაძლებლობისა და გამოსვლების გადააფასების უნარ-ჩვევები;
  • გექნებათ სამსახურებრივი ან მოღვაწეობის ადგილის მიხედვით უსაფრთხო, წარმატების განმაპირობებელი კომუნიკაცია შესაძლებლობა აუდიტორიასთან.

 

 

მსმენელებს მიეწოდებათ ინფორმაცია ქვემოჩამოთვლილი საკითხების ირგვლივ:

  • საჯარო გამოსვლის ძირითადი ობიექტები;
  • მომხსენებლის ეთიკური და არაეთიკური ქცევის მნიშვნელობა აუდიტორიაზე ზეგავლენისათვის;
  • აუდიტორიის დემოგრაფიულ-კულტურულ-ინდივიდუალური მახასიათებლების მაკავშირებლები მომხსენებლის იმიჯთან;
  • მომხსენებლის პრეზენტაციის სტრუქტურა და მისი დაგეგმვის ხელოვნება;
  • მასობრივ აუდიტორიაზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მეთოდოლოგია;
  • მომხსენებლის უსაფრთხოება (მომხსენებლის კომპრომეტაციისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების საშუალებები);
  • განვლილ სალექციო კურსზე დაყრდნობით მონაწილის მიერ პრეზენტაციის წარდგენა;

 

 

ტრენინგ-კურსის გავლის შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი, განვლილი საკითხების ნუსხა საათობრივი დატვირთვით, სარეკომენდაციო წერილი;


მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში;


ტრენინგ-კურსის ღირებულება: 220 ლარი; (სტუდენტებისათვის 30%-იანი ფასდაკლება).


რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 ოქტომბერი, 2018 წელი.


კურს გაუძღვებიან შესაბამისის პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების მქონე ანალიტიკოსები და მეცნიერები.

 

საკონტაქტო პირი:   
თამარ ტარტარაშვილი  +995 555 667 664;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ -ფოსტაზე: voting.science@gmail.com  (დასახელებაში მიუთითეთ: „საჯარო გამოსვლის უსაფრთხოება“)

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


18 სექ - 17 ოქტ

3D Max/AutoCAD/ArchiCAD/Sketch Up /Lumion შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 სექ - 09 ოქტ

CMA-საერთაშორისო სერთიფიკატი ფინანსური მენეჯერებისთვის

International Leading Professionals


18 სექ - 17 ოქტ

Dealer Training

სამორინე ივერია


13 სექ - 12 ოქტ

IT და ვებ ტექნოლოგიების; ინჟინერიის, ქსელის, ვებ პროგრამირების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 სექ - 09 ოქტ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აგვ - 21 სექ

IT ინჟინერიის შემსწავლელი ინტენსიური კურსი 250 ლარის ნაცვლად 150 ლარად

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი


27 აგვ - 25 სექ