25 მარ - 24 აპრ
სტანდარტი
კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
უალკოჰოლო სასმელების კრაფტ ტიპის საწარმო ბევერიჯ ინგრედიენტს სერვისეს აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენელის ვაკანსიაზე.
თითოეული პროდუქტის ფარგლებში წარმომადგენელი გაივლის ტრეინინგს. ასევე, ჩაუტარდება ტრენინგი გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების ტექნიკაში.

გაყიდვების აგენტის მოვალეობებში შედის:
  • ჰორეკა სექტორში პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება, შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება, პრეზენტაციების ჩატარება
  • პოტენციური და არსებული კლიენტების მონაცემთა ბაზის წარმოება, განახლება
  • არსებული და ახალი პროდუქტების შესახებ საპრეზენტაციო მასალების განახლება, ინფორმაციისა და ნიმუშების მიწოდება კლიენტებისთვის
  • ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილი ღონისძიებებისა და მასტერკლასების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
  • საჭიროების შემთხვევაში სამივლინებო ვიზიტების ორგანიზება რეგიონებში
  • მენეჯმენტთან დეტალური რეფორთინგი და განხორციელებული აქტივობების დეტალური ანგარიშგება (კომპანიებისა და საკონტაქტო პირების საკონტაქტო ინფორმაციისა და შეხვედრის უკუკავშირის მიწოდება მომსახურების მიმღებისთვის).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება
  • გაყიდვების გეგმების შემუშავების და განხორციელების უნარები;
  • პრეზენტირებისა და მოლაპრაკების უნარები
  • გამართული მეტყველება, დარწმუნების უნარი
  • ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
  • სასურველია რომელიმე უცხო ენის ფლობა.
პირობები:
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი ხელზე ასაღები + გეგმაზე ორიენტირებული ბონუსი რეალიზებული პროდუქტის რაოდენობიდან გამომდინარე.
სამუშაო საათები: 10.00-18.00 ორშაბათი-პარასკევი

დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: n.asatiani@bvs.ge
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 204
უნიკალური ნახვები 198