მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი

თარიღები: 14 სექ - 28 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@marshe.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები

კვების პროდუქტების მოწინავე მწარმოებელი კომპანია „მარშე“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიცია პირდაპირ ექვემდებარება გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორს.

 

 არსებითი მოვალეობები მოიცავს:

  • „მარშე“ მარკეტინგული სტრატეგიისა და მისიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა და შემუშავებული სტრატეგიის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა;
  • გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდთან ერთად წარმატების საზომი საშუალებების შემუშავება, დანერგვა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება;
  • „მარშე“ - სათვის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება (ახალი პროდუქტის გაშვება, სადეგუსტაციო აქტივობები და ა.შ);
  • გაყიდვების მასტიმულირებელი პროგრამების შემუშავება და მართვა, გაყიდვების გუნდის ხელშეწყობა საველე ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა მართვაში მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • კონკურენტთა აქტივობების მონიტორინგი და მომხმარებელთა ტრენდებზე თვალყურის მუდვმივი დევნა.
  • სხვადასხვა ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ჩამოყალიბება და მართვა;
  • მომიჯნავე, მეგობრული ინდუსტრიებიდან კოლაბორაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ინიცირება;
  • კომპანიის მიერ ინიცირებული ღონისძიებებისა და აქტივობების სრული მასშტაბით მართვა, დაწყებული ღონისძიებამდელი მოსამზადებელი სამუშაოებით, ადგილის ინსპექტირებით, შესაბამისი შეხვედებით, საოპერაციო გეგმებით, სახელმწიფოსგან ნებართვის მოპოვებით (სადაც საჭიროა), მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოებით.
  • პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ბიუჯეტის გაწერის, გახარჯვის ანგარიშგების გზით.
  • ღონისძიებებისა და აქტივობების ინვენტარის კოორდინირება. საჭიროებისამებრ, ინვენტარის დროული შეკეთების, გამოცვლის, შეძენის უზრუნველყოფა.
  • ეფექტური კომუნიკაციის წარმოება, როგორც კომპანიის შიდა ჯგუფებთან, ისე კომპანიის გარეთ - პარტნიორებთან, მომწოდებლებთან, სააგენტოებთან და ა.შ, ერთანი მიზნების ეფექტურად მიღწევის მიზნით.
  • მარკეტინგული კომუნიკაციების პროექტის შექმნა და მართვა.
  • კონტენტის შექმნა, განვითარება და მართვა კომპანიის ყველა საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
  • სავაჭრო მარკეტინგისათვის (Trade Marketing) სხვადასხვა ინიციატივების გამოთქმა და მათი მართვა.

 

იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უმაღლესი განათლება გაყიდვებისა ან/და მარკეტინგის მიმართულებით (სასურველია, წამყვანი ბიზნეს სკოლიდან);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წლიანი გამოცდილება;
  • პროაქტიული, ორგანიზებული და მოტივირებულობა;
  • პროექტების მართვის ცოდნა/გამოცდილება;
  • ღონისძიებების ინიცირებისა და მართვის გამოცდილება;
  • ბიზნეს ალღო (business acumen);
  • კარგად განვითარებული ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
  • როგორც ვერბალური, ისე წერითი კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
  • კარგად განვითარებული წარმოსახვის უნარი - ჩარჩოებს მიღმა აზროვნების უნარი;
  • ქართული საცალო გაყიდვების ბაზრის სიღრმისეული ცოდნა და ინფორმირებულობა წარმოებული კვების პროდუქტების დარგში;
  • ერთდროულად რამოდენიმე პროექტზე მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ

  • საუკეთესო, მეგობრულ და მაღალპროფესიონალურ გუნდს;
  • კარგ სამუშაო გარემოს, როგორც საკუთარი შესაძლებლობების, ისე გუნდის განვითარებისათვის;
  • ლოიალურ და თანამდგომ მენეჯმენტს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

 

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ ჩვენს პროფესიონალურ გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ მისამართზე hr@marshe.ge  არაუგვიანეს 28 სექტემბრისა და სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ “MCM”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა არ იქნას განხილული.

გისურვებთ წარმატებას!

 

მსგავსი განცხადებები
Beauty Trainer

Avon


04 სექ - 03 ოქტ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აგვ - 21 სექ

მარკეტინგის მენეჯერი

ჩიგოგიძე ვაინზ


24 აგვ - 20 სექ

მარკეტინგის მენეჯერი

შპს ტვ სარფი


24 აგვ - 20 სექ

მარკეტინგის მენეჯერი

New York Prolife Fitness and Spa


18 სექ - 16 ოქტ

მარკეტინგის მენეჯერი

პალიტრა მედია ჰოლდინგი


18 სექ - 17 ოქტ

მარკეტინგის მენეჯერი

კრიალა


18 სექ - 14 ოქტ