ექაუნთ მენეჯერი

თარიღები: 14 სექ - 28 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@marshe.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი

კვების პროდუქტების მოწინავე მწარმოებელი კომპანია „მარშე“ აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის (Account Manager) პოზიციაზე.

ექაუნთ მენეჯერის პოზიცია პირდაპირ ექვემდებარება გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორს.

 

არსებითი მოვალეობები მოიცავს:

  • მის კურატორობის ქვეშ შემავალი კატეგორიების განვითარებასა და შემოსავლიანობაზე პასუხისმგებლობა;
  • კატეგორიისათვის მომხმარებელთა წარმოდგენებისა და შეფასებების ფორმირების მართვა;
  • მომხმარებელთა მონაცემის ბაზის განვითარება და მართვა;
  • ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
  • HoReCa მომსახურების პროდუქტების შექმნა, განვითარება და მართვა.
  • მომხმარებელთა პორთფელის ეფექტური მართვა.
  • სიახლეებისა დანერგვის, ახალი კატეგორიისა და ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და არსებულის გაუმჯობესებისაკენ მუდმივი სწრაფვა.
  • სხვა, ფუნქციასთან დაკავშირებული მოვალეობები.

 

 

იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • განათლება გაყიდვების/მარკეტინგის/მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მსგავს სამუშაოზე 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • კვების პროდუქტების წარმოების შესახებ ინფორმირებულობა მისასალმებელია;
  • მაიკროსოფთ ოფისის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა სავალდებულოა;
  • ანგარიშგების/“რეპორტინგის“ კარგად განვითარებული უნარი;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგად განვითარებული უნარები;
  • კულინარიის მიმართ ინტერესი და გურმანობა ჩაითვლება უპირატესობად.

 

ჩვენ გთავაზობთ

  • საუკეთესო, მეგობრულ და მაღალპროფესიონალურ გუნდს;
  • კარგ სამუშაო გარემოს, როგორც საკუთარი შესაძლებლობების, ისე გუნდის განვითარებისათვის;
  • ლოიალურ და თანამდგომ მენეჯმენტს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

 

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ ჩვენს პროფესიონალურ გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ მისამართზე hr@marshe.ge  არაუგვიანეს 28 სექტემბრისა და სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ “AM”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა არ იქნას განხილული.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Communication Specialist

Avon


19 სექ - 01 ოქტ

Conversion German speaking Agent

ალფა მარკეტინგი


07 სექ - 06 ოქტ

English Speaking Call Center Telemarketing Representative

FFCV LLC


12 სექ - 11 ოქტ

English Speaking Telemarketer

DML GROUP


07 სექ - 06 ოქტ

Marketing Call Center Operator

BAIKAL


10 სექ - 09 ოქტ

Telemarketing sales team/Sales Representative

MG Capital


07 სექ - 06 ოქტ

Продакт Менеджер Cisco

MUK TBILISI


10 სექ - 09 ოქტ