კლიენტთა მრჩეველი/რეზერვი ჩოხატაურსა და მესტიაში

თარიღები: 14 სექ - 27 სექ
მდებარეობა: ჩოხატაური მესტია
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: cv@credo.ge
საბანკო:  ბანკის კლიენტთა მომსახურება საბანკო(ზოგადი)

სს „კრედო ბანკი“  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე  კლიენტთა მრჩეველის რეზერვი

სამუშაო ადგილი:   

  • ჩოხატაური (გურიის რეგიონი)
  • მესტია (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი)

                                 

„კრედო ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მრჩევლის პოზიციაზე. კლიენტთა მრჩეველი პასუხისმგებელია სს „კრედო ბანკის“ (კრედო) სერვისცენტრების საბანკო მომსახურების გაწევაზე, კრედოს მიზნების, მისწრაფებების და სამუშაო სტრატეგიიდან გამომდინარე. მოვალეობები შეიცავს საცალო/საკრედიტო ფუნქციების ყოველდღიურ შესრულებას.

 

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, დასახული ამოცანების შესრულება;
  • მოვალეობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების კეთილსინდისიერად შესრულება და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა; 

 

სპეციფიკური:

  • საცალო პროდუქტების პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსის, ბიზნესის ქცევების, ბანკის კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის,  ცოდნა და დაცვა;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • კანდიდატის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი და მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
  • ანგარიშის გახსნა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • სესხის დაფარვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში/ებში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად;
  • სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • კლიენტებისთვის პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება;
  • კლიენტებზე პლასტიკური ბარათების და პინ-კოდების გაცემა.
  • უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინტრუქციების საფუძველზე;
  • კლიენტთა ანგარიშებიდან ამონაწერის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება და გაცემა;
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
  • კლიენტების მოზიდვა და კრედოს პროდუქტების აქტიურად გაყიდვა;
  • კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება;
  • ბანკნოტებისა და მონეტების სინამდვილისა და გადასახდელად ვარგისიანობის განსაზღვრა, ყალბი ან საეჭვო ბანკნოტებისა და მონეტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების მოთხოვნა განსაზღვრული წესების შესაბამისად;
  • დაზიანებული ეროვნული ბანკნოტებისა და მონეტების ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სალაროს მუშაკებისთვის გადაცემა;
  • მატერილალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება და მისი მიზეზით წარმოქმნილი დანაკლისების ანაზღაურება;
  • ახალი თანამშრომლის/ების მომზადება;
  • კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.
  • კლიენტთა მრჩეველი პირდაპირ პასუხისმგებელია ყველა მის მიერ შესრულებული ოპერაციის სისწორეზე სერვის-ცენტრის მართველის და საბანკო მომსახურების განვითარების და კონტროლის განყოფილების უფროსის წინაშე.

 

 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით. 

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა  (MS Word, Excel);
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სერვის ცენტრის მდებარეობიდან გამომდინარე;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • თვითმოტივირებულობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ენაზე „ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი“-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია ან დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  (მაგ.კლიენტთა მრჩეველის რეზერვი ბათუმში).

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018  წლის 27 სექტემბერი

მსგავსი განცხადებები
ადმინისტრატორი

საქართველოს ბანკი


18 სექ - 02 ოქტ

აქტიური/პასიური სატელეფონო მომსახურების ოპერატორი

ბაზისბანკი


11 სექ - 25 სექ

განვადების მენეჯერი გორში

თიბისი ბანკი


07 სექ - 05 ოქტ

კლიენტთა მომსახურების მოლარე–ოპერატორი/რეზერვი

ბაზისბანკი


12 სექ - 26 სექ

კლიენტთა მომსახურების ოფიცერი

ფინკა ბანკი საქართველო


19 სექ - 04 ოქტ

კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორი

ბაზისბანკი


12 სექ - 26 სექ

კლიენტთა მრჩეველის რეზერვი მარნეულში

კრედო ბანკი


21 სექ - 07 ოქტ