პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერი რეგიონებში

თარიღები: 19 სექ - 13 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი ქუთაისი ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: jobs@geocapital.ge
საბანკო:  პრობლემური სესხების ოფიცერი

სს ჯეოკაპიტალი აცხადებს ვაკანსიებს პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრის პოზიციებზე აჭარის, სამეგრელოს და იმერეთის ფილიალებისთვის.


"ჯეოკაპიტალ"-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა და ყველაზე დიდი ამერიკული ინვესტიციაა ქუთაისში (იმერეთის რეგიონში), ამერიკული მენეჯმენტით. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს კონკურენტუნარიან განაკვეთებს, უმაღლესი დონის მომსახურებას და უფასო განათლებას ფინანსურ უნარებში.

 


ძირითადი მოვალეობები:

  • პრობლემური აქტივების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა/მომზადება;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • პრობლემური პორტფელის სისტემატური მონიტორინგი;
  • პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობა, ადგილზე ვიზიტები, მოლაპარაკებების წარმოება;
  • რეპორტინგი;
  • თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება შესაბამის ან დაკავშირებულ პოზიციაზე ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცის უნარი
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტაცია
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
  • მუდმივი სწრაფვა სწავლა-განვითარებისადმი

 

სამუშაო გრაფიკი: სრული

 


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: jobs@geocapital.ge  ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

 

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(ებ)საც.