მოლარე/რეზერვი რეგიონებში

თარიღები: 14 სექ - 27 სექ
მდებარეობა: ლანჩხუთი ჩოხატაური ოზურგეთი ქობულეთი ბათუმი მარტვილი სენაკი ხობი ფოთი ზუგდიდი წალენჯიხა მესტია სხვა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: cv@credo.ge
საბანკო:  მოლარე (საბანკო) საბანკო(ზოგადი)

სს „კრედო ბანკი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

 

სს „კრედო ბანკი“  აცხადებს ვაკანსიას მოლარე - რეგიონის რეზერვის პოზიციაზე 

სამუშაო ადგილი: 

აჭარა-გურიის რეგიონი - ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა,ხულო

სამეგრელოს რეგიონი - მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, ხობი, ფოთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, მესტია

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

 

სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, შაბათი - 13:00 საათამდე);

ანაზღაურება - ნამუშევარი დღეების პროპორციულად.

 

ძირითადი პასუხისმგებლობა:

  • რეგიონის მასშტაბით სალაროს კვანძში არსებული მოლარეების შეცვლა საჭიროების შემთხვევაში (ერთი ან რამდენიმე დღით/თვით).

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
  • სასესხო თანხების გაცემა ორგანიზაციის მსესხებლებზე;
  • ფულადი გადარიცხვების მიღება;
  • ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
  • საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
  • ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
  • ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • კრედოს სასარგებლოდ ოქროს ჩანთის ბანკში შენატანების დათვლა და კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3-წლიანი საბანკო გამოცდილება მოლარის / მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსების განხრით ან სხვა მსგავს სფეროში;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურება;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ენაზე „ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი“-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია ან დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 27 სექტემბერი

მსგავსი განცხადებები
ბექ-ოფისის მოლარე

საქართველოს ბანკი


10 სექ - 24 სექ

კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი

ბაზისბანკი


12 სექ - 26 სექ

მოლარე მარნეულში

თიბისი ბანკი


18 სექ - 02 ოქტ

მოლარე ჩაქვში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი


17 სექ - 30 სექ

მოლარე/მოლარე-ოპერატორი მესტიაში

ლიბერთი ბანკი


11 სექ - 25 სექ

მოლარე-ოპერატორი

ტერაბანკი


11 სექ - 25 სექ

მოლარე-ოპერატორი

ლიბერთი ბანკი


20 სექ - 05 ოქტ