მოლარე-კონსულტანტი ბოლნისში

თარიღები: 19 სექ - 13 ოქტ
მდებარეობა: ბოლნისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: vacancy@spar-georgia.com
ტელეფონი: +995577045616
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი საცალო კლიენტთა მომსახურება

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

 

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

 

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/


"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბოლნისი

 

ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
 

მოვალეობები:

  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
  • დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

 

მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
  • კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
  • სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.


კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე  vacancy@spar-georgia.com ან მოგვწეროთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე - +995 577 04 56 16 და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „მოლარე-კონსულტანტი ბოლნისში“  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან 2 კვირის ვადაში.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

მსგავსი განცხადებები
German Speaking Salesperson

Exorosystems


23 აგვ - 21 სექ

ბარისტა / მოლარე-კონსულტანტი

კომბინატი


03 სექ - 02 ოქტ

გამყიდველი რუსთავში

ვეჯინი


12 სექ - 25 სექ

გამყიდველი ქუთაისში

MARKETI ''M&T&G''


17 სექ - 14 ოქტ

გამყიდველ-კონსულტანტი

Myvelo


07 სექ - 05 ოქტ

გამყიდველ-კონსულტანტი ზუგდიდში

ოკი-დოკი


14 სექ - 13 ოქტ

გაყიდვების კონსულტანტი/მოლარე

ტანსაცმლის მაღაზია Prive


24 აგვ - 20 სექ