წარმოების ხაზის კონსულტანტი ბოლნისში

თარიღები: 14 სექ - 13 ოქტ
მდებარეობა: ბოლნისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: vacancy@spar-georgia.com
ტელეფონი: +995577045616
წარმოება/ოპერაციები:  ხაზის ოპერატორი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500–ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე:

https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

 

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს წარმოების ხაზის კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: ბოლნისი

ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)

სამუშაო განაკვეთი: სრული (დღის ცვლა)
 

მოვალეობები:

  • სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა;
  • მიღებული პროდუქციის აწონვა, კონტეინერებში გადანაწილება, კონტეინერების გრინით გადაკვრა, ფასმაჩვენებლების დადება და სარეალიზაციოდ გამზადება;
  • ვადების კონტროლი;
  • დახლ-მაცივრის პროდუქციით შევსება;
  • მომხმარებლის მომსახურება:
  • პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთის მიღება;
  • არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მიღებული შეკვეთის გამზადება (აწონვა, გრინით გადაკვრა, ფასის დაკვრა);
  • მომხმარებლისთვის მიწოდება;
  • სამუშაო ჭურჭლის სისუფთავის კონტროლი;
  • სამუშაო ადგილის და დახლ-მაცივრის დასუფთავება;
  • სამუშაო დღის ბოლოს:
  • ფასმაჩვენებლების გასწორება;
  • ვადების კონტროლი;
  • სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა.
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო     ხელმძღვანელთან
  • მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

 

მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება,
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი,
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი,
  • გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
  • კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
  • სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

 

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს,  განვითარების შესაძლებლობას.
სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე  vacancy@spar-georgia.com ან მოგვწეროთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე - +995577045616 და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „წარმოების ხაზის კონსულტანტი ბოლნისში“  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან 2 კვირის ვადაში.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

მსგავსი განცხადებები
ბუმბულის აპარატის ოპერატორი

Eurotex


17 სექ - 16 ოქტ

დამფასოებელი

ჯორჯიან ბეიქერს


21 აგვ - 19 სექ

დამხმარე პერსონალი წარმოებაში

სანტე ჯი ემ თი პროდუქტები


10 სექ - 09 ოქტ

დანადგარის ოპერატორი

ფავორიტ ლეიბლი


07 სექ - 06 ოქტ

დანადგარის ოპერატორი

ბუმბა


27 აგვ - 25 სექ

დანადგარის ოპერატორი

ოკეანე


06 სექ - 05 ოქტ

ლითონის ნაკეთობების ამწყობი/მემონტაჟე

გარდი


13 სექ - 12 ოქტ