მარკეტინგის სპეციალისტი

თარიღები: 14 სექ - 13 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@qebuli.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი

კომპანია «ქებული კლიმატი» გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

 

კომპანია „ქებული კლიმატი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • პროექტების ფინანსური ანალიზი და ბიუჯეტირება;
  • ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
  • პარტნიორ ორგანიზაციებსა და სარეკლამო კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია.
  • გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება, სოციოლოგია )
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კონტროლისა და ანალიზის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@qebuli.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Affiliate Marketing Manager

Worldwide International Organization


27 აგვ - 25 სექ

Beauty Trainer

Avon


04 სექ - 03 ოქტ

Communication Specialist

Avon


19 სექ - 01 ოქტ

Conversion German speaking Agent

ალფა მარკეტინგი


07 სექ - 06 ოქტ

English Content Writer

WorldWide Customer Service


10 სექ - 09 ოქტ

English Speaking Call Center Telemarketing Representative

FFCV LLC


12 სექ - 11 ოქტ

English Speaking Telemarketer

DML GROUP


07 სექ - 06 ოქტ