ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი

თარიღები: 13 სექ - 23 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ელ. ფოსტა: info@igg.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)

კომპანია  “IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი პოზიციაზე

 

ინფორმაციული უსაფრხთოების მენეჯერის პოზიციის დასაკავებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 5 წელი;
  • სასურველია ჰქონდეს გამოცდილება შემდეგ სფეროებში: ინფორმაციულ ტექნოლოგიები, მენეჯერული, პროექტებისა და მართვის სტანდარტების დანერგვა;
  • სერტიფიკატები - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), სტანდარტიზაციის ბრიტანული ინსტიტუტის (BSI) ან ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ გაცემული სერტიფიკატი ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში; IT Infrastructure Library (ITIL)  ექსპერტის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

 

იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერს ან კანდიდატს არ გააჩნია ზემოთ აღნიშნული სერტიფიკატებიდან ერთ-ერთი, მაშინ მან უნდა გაიაროს ქვემოთ მოცემული გათვალისწინებული პროცედურა:

  • ორგანიზაცია კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის მონაცემებს და განცხადებას უგზავნის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს. სააგენტო შერჩეული კანდიდატის ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ცოდნის, კომპეტენციისა და გამოცდილების შეფასება-დადასტურებას ახდენს ტესტირების საფუძველზე. მონაცემთა გაცვლის სააგენტო ორაგნიზაციას 5 სამუშაო დღის განმავლობაში აცნობებს ტესტირების თარიღს. ტესტირების პასუხები ტესტირებიდან 5 სამუშაო დღეში ეცნობება როგორც კანდიდატს, ასევე დამსაქმებელ ორგანიზაციას.
  • მონაცემთა გაცვლის სააგენტო ტესტირების შედეგებთან ერთად ორგანიზაციას უგზავნის წარმოდგენილი კანდიდატის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერად დანიშვნის მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მინიმალური მოთხოვნების შესრულების კოორდინირება;
  •  ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროედურების, სახელმძღვანელოების) მომზადების, განხილვის, დამტკიცების და გადახედვის პროცესის კოორდინაცია;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვების კოორდინაცია და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
  • ადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმას და ამ გეგმის შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს ანგარიშვალდებულ პირებს და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციული/საორგანიზაციო საქმიანობის წარმართვა;
  • იღებს გადაწყვეტილებას მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დახმარების ჯგუფის მიერ ორგანიზაციის ინფორმაციული აქტივის, ინფორმაციული სისტემის ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალი საგნის წვდომის შესაძლებლობის/შეუძლებლობის შესახებ;
  • ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის პროცესის ხელშეწყობა.

 

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა : info@igg.ge
 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: info@igg.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. (ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი).

 

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 23.09.18

მსგავსი განცხადებები
1C პროგრამისტი

I Know


22 აგვ - 20 სექ

Application Administrator

PASHA Bank


18 სექ - 17 ოქტ

Associate/Corporate Finance Department

KPMG Georgia


07 სექ - 23 სექ

Business Analyst - Lending (Loans) in Qatar

VAM Systems


11 სექ - 09 ოქტ

Business Analyst - LOS in Qatar

VAM Systems


11 სექ - 09 ოქტ

C++ Developer

NoMachine Georgia


31 აგვ - 29 სექ

Field Engineer /L2 in Bahrain

VAM Systems


10 სექ - 07 ოქტ