სასერთიფიკატო პროგრამა ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით

თარიღები: 13 სექ - 02 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: besik.lukhutashvili@ug.edu.ge
ტელეფონი: +995599884413
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა აცხადებს მიღებას ჯანდაცვის პროფესიონალთა კომპეტენციის გაძლიერების სასერთიფიკატო პროგრამაზე:

ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N9 სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს უნივერსიტეტის სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-481).

 

კურსი განკუთვნილია ჯანდაცვით ორგანიზაციებში (ჰოსპიტალი, ამბულატორია, სტომატოლოგიური კლინიკა და ა.შ.) ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის: კლინიკური მენეჯერი, განყოფილების ხელმძღვანელი და სხვა; სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.

 

წაკითხული და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისა და დაფინანსების ძირითადი პრინციპები; 
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი - ძირითადი პრინციპები;
  • ჯანდაცვითი სერვისები - სახელმწიფო პროგრამები და მართვის ასპექტები;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, ჯანმრთელობის დაზღვევა/სადაზღვევო პაკეტები; 
  • ფარმაცევტული პროდუქტები საქართველოს ბაზარზე, რეგულირების ძირითადია სპექტები;
  • საექთნო საქმე - პჯდ, ჰოსპიტალი და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ფინანსური აღრიცხვა, სერვისის ფასწარმოება, დაწესებულების ბიუჯეტი - ძირითადი პრინციპები;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ეთიკა;
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები;
  • ჯანდაცვითი პროდუქტების მარკეტინგი;
  • ქეისების განხილვა (საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პჯდ, ჰოსპიტალური და სადაზღვევო სერვისები, მოწვეული სტუმრები); 
  • ჯანდაცვის ადმინისტრირების მიმართულებით ინდივიდუალური პროექტის მომზადება და დაცვა. 

 

სწავლების მეთოდები

  • ლექცია-პრაქტიკული, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, სიტუაციური ამოცანების განხილვა, კრიტიკული ანალიზი, შესაბამისი ლიტერატურიდან რეფერირება, პროექტზე მუშაობა და პრეზენტაციები.

 

შეფასების კრიტერიუმები:

  • დასწრება, ჯგუფური მუშაობა, დავალებები, წერითი გამოკითხვა, ინდივიდუალური პროექტის მომზადება.


 

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ: 

  • ჯანდაცვაში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე გააზრებას;
  • სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას პრობლემების კვლევის საფუძველზე; 
  • პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობების შექმნას.

 

ადამიანური რესურსი

  •  ოთარ ვასაძე, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის HR;
  • ქეთევან გოგინაშვილი, MSc, MHA - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი;
  • თეა გამეზარდაშვილი, MD, MHA - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
  • ნათია ლანდია, MD, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დეპარტამენტის უფროსი;
  • სიმონ გაბრიჭიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი,  Welfare Foundation-ის  გენერალური დირექტორი;
  • მაია კერესელიძე, MD, PhD- საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, NCDC სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
  • თინათინ ტურძილაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტი, ფარმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმღვანელი, ფარმაციის ექსპერტი;
  • მაია გოგაშვილი, MD, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, საექთნო საქმის დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტი;
  • მარინა შიხაშვილი, MD - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინსიტრირების პროგრამაში, ექსპერტი;
  • კახაბერ ჯაყელი, MBA, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინისტრირების პროგრამაში;
  • ალეკო ტურძილაძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  გენერალური დირექტორის მოადგილე;
  • თემურ ვარდოსანიძე, MSc, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დიაბეტის ცენტრის ფინანსური  მენეჯერი;
  • ნატა ყაზახაშვილი, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტისა და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი,  ჩაჩავას სახ. კლინიკის გენერალური დირექტორის მ.შ., ხარისხის მართვა, ჯანდაცვის კანონმდებლობა, ექსპერტი დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის დარგში;
  • ნია გიუაშვილი, MD, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, MediClub Georgia ჰოსპიტლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ექსპეტი გარემოს ჯანმრთელობის დარგში;
  • მაია ბუწაშვილი, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • ნონა მაღრაძე MD, MHA, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
  • რამაზ ურუშაძე, MD - საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი;
  • გია კამკამიძე, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;
  • თამარ ლობჯანიძე, MSc, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორი, ას. პროფესორი, სასერტიფიკატო კურსის ხელმძღვანელი.

 

კურსი მოიცავს 50 საკონტაქტო საათს.

  • სალექციო დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი-შაბათი, სამუშაო დღეებში 19:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე, ხოლო შაბათობით - 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები და შეუძლიათ ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით. 

 

კურსი დაიწყება 2018 წლის 3 ოქტომბერს და დასრულდება 2018 წლის 28 ოქტომბერს.  

საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. 

 

კურსის ღირებულებაა 600 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით და შესაძლებელია განხორციელდეს ორ ეტაპად. კერძოდ, სწავლის დაწყებამდე 250 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი (350 ლარი) - სწავლის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირის/5 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

კორპორატიული მსმენელებისთვის (ერთი დაწესებულებიდან 3 და მეტი მსმენელი) კურსის ღირებულება მსმენელზე შეადგენს 550 ლარს და დგება გადახდის სპეციალური პირობები.

 

სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაციის გასავლელად დაინტერესებულმა პირებმა ელ. ფოსტის მისამართებზე besik.lukhutashvili@ug.edu.ge და n.landia@ug.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:

  • ავტობიოგრაფია (CV)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • უმაღლესი განათლების სერტიფიკატი
  • სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.

 

თანხის გადარიცხვის საბანკო რეკვიზიტებია:

მიმღების დასახელება:  შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“

ს/კ: 205037137

მიმღები ბანკი: ს/ს „ბაზისბანკი“

ბანკის კოდი:  CBASGE22

ა/ა: GE80BS0000000008736095.

საკონტაქტო პირი: ბესიკ ლუხუტაშვილი. მობ.: +995 599 88 44 13

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


18 სექ - 17 ოქტ

3D Max/AutoCAD/ArchiCAD/Sketch Up /Lumion შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 სექ - 09 ოქტ

CMA-საერთაშორისო სერთიფიკატი ფინანსური მენეჯერებისთვის

International Leading Professionals


18 სექ - 17 ოქტ

Dealer Training

სამორინე ივერია


13 სექ - 12 ოქტ

IT და ვებ ტექნოლოგიების; ინჟინერიის, ქსელის, ვებ პროგრამირების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 სექ - 09 ოქტ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აგვ - 21 სექ

IT ინჟინერიის შემსწავლელი ინტენსიური კურსი 250 ლარის ნაცვლად 150 ლარად

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი


27 აგვ - 25 სექ