მაღაზიის მენეჯერი / კონსულტანტი

თარიღები: 13 სექ - 12 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@mkm.ge
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი გაყიდვების მენეჯერი ფილიალების ქსელი

ესპანური კომპანია TENDAM GROUP-ი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის თეთრეულის და ტანსაცმლის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: CORTIFIEL, Pedro Del Hiero , Women’Secret , Springfield, Fifty.  ამ მომენტისათვის გრუპი  TENDAM GROUP-ი 1988 მაღაზიითაა წარმოდგენილი მსოფლიოს 90 ქვეყანაში. მიმდინარე წლის ოქტომბერში არსებული ქვეყნების სიას უკვე საქართველოც ემატება და ქ.თბილისში ქალის თეთრეულის, Women’Secret-ის პირველი მაღაზია იხსნება https://womensecret.com/es/es/homepage 

Women’Secret ეს არის ბრენდი, შექმნილი ქალების მიერ ქალებისათვის, სადაც ნებისმიერ ქალბატონს შეეძლება აღმოაჩინოს მაღალი ხარისხის, მისთვის სასურველი კომფორტული და მიმზიდველი მოდელების დიდი არჩევანი

 

Women’secret-ი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერისა და კონსულტანტისა პოზიციაზე. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია შესაბამის ვაკანსიასთან დაკავშირებით:

მენეჯერი
 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, East Point
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით
  • დღეში 8 საათი (10:00-18:00 / 14:00-22:00)
  • კვირაში 1 დღე დასვენება

 

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  სხარტი აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 
  • მენეჯერული და ლიდერული უნარ ჩვევები

 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ასაკი 25-დან 38 წლამდე
  • სქესი: ქალი

     

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
  • სავაჭრო ობიექტის პერსონალის საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
  •  შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
  •  სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
  • ობიექტების პრობლემების თავმოყრა და სამსახურების მიხედვით სათაო ოფისის ინფორმირება;
  • იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
  • ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
  • მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
  • მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა
  • გუნდის მართვა და მოტივირება
  • მაღაზიის ნაშთების მუდმივი კონტროლი და მათ სიზუსტეზე პასუხისმგებლობა

 

 

კონსულტანტი
 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, East Point
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით
  • დღეში 8 საათი (10:00-18:00 / 14:00-22:00)
  • კვირაში 1 დღე დასვენება

     

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური ენის ცოდნა  სასაუბრო დონეზე- აუცილებელია, სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად
  • საბაზისო, საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ასაკი 23-დან 35 წლამდე
  • სქესი: ქალი

 

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველება
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • წინასწარ გაწერილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება/  დახმარება პროდუქციის შერჩევაში
  • ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას ბრენდის მიერ წარმოდგენილ პროდუქციაზე.
  • რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე მოტივირებული
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
  • სააქციო კუთხეები მოწყობა და მომხამრებლების ინფორმირება მიმდინარე აქციების შესახებ
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი და პერიოდული აღწერა
  • მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის განთავსება დახლებზე.

     

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV, აუცილებლად ფოტოსურათით გამოაგზავნოთ მისამართზე hr@mkm.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
მენეჯერი/გამყიდველ-კონსულტანტი

Number 1


14 სექ - 29 სექ

გაყიდვების მენეჯერი

Woodstone


25 აგვ - 23 სექ

დაიწყე კარიერა თეგეტა მოტორსში- ბათუმი

თეგეტა მოტორსი


10 სექ - 09 ოქტ

კონსულტანტი/მოლარე

ზღაპარი


05 სექ - 04 ოქტ

მაღაზიის მენეჯერი

ევროპროდუქტი


10 სექ - 09 ოქტ

მაღაზიის მენეჯერი

ედესი ჯგუფი


22 აგვ - 20 სექ

მაღაზიის მენეჯერი გორში

მეტრომარტი


24 აგვ - 22 სექ