გამოცდილი/გამოცდილების გარეშე ბორტ-გამცილებელი

თარიღები: 13 სექ - 12 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: საშუალო განათლება
ენები: ინგლისური რუსული ქართული
ელ. ფოსტა: info@tca.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ავიაცია/აეროპორტი:  ბორტ-გამცილებელი

ავიაკომპანია „თი სი ეი“ აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი და ახალი ბორტ-გამცილებელის  პოზიციაზე.

 

ძირითადი მოთხოვნები გამოცდილი ბორტ-გამცილებლებისთვის:

  • სქესი: მდედრობითი / მამრობითი
  • არანასამართლევი
  • მოქმედი პასპორტი
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად სასაუბრო დონეზე ფლობა
  • ასაკი 35 წლამდე
  • სიმაღლე 160 სმ- 190სმ, წონა სიმაღლის შესაბამისი (უნდა მიწვდეს ბორტზე ხელბარგისთვის განკუთვნილ ადგილს)
  • ტატუ და პირსინგი აკრძალულია სხეულის თვალსაჩინო ადგილებზე
  • ბორტ-გამცილებლის მოწმობა
  • მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატი
  • მოქმედი სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატები
  • ბორტ-გამცილებლად ინსტრუქტორად მუშაობის მინიმუმ 12 თვიანი გამოცდილება ბოინგ 737-ზე
  • უფროს ბორტ-გამცილებლად მუშაობის მინიმუმ 12 თვიანი გამოცდილება ბოინგ 737-ზე
  • რიგით ბორტ-გამცილებლად მუშაობის მინიმუმ 24 თვიანი გამოცდილება ბოინგ 737-ზე

 

ძირითადი მოთხოვნები ახალი ბორტ-გამცილებლებისთვის:

  • სქესი: მდედრობითი/მამრობითი
  • სრული საშუალო განათლება
  • არანასამართლევი
  • მოქმედი პასპორტი
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად სასაუბრო დონეზე ფლობა
  • ასაკი 20 დან 26 წლამდე
  • სიმაღლე 160 სმ- 190სმ, წონა სიმაღლის შესაბამისი (უნდა მიწვდეს ბორტზე ხელბარგისთვის განკუთვნილ ადგილს)
  • შეძლოს გაიაროს საავიაციო სამედიცინო  გამოკვლევა
  • უნდა შეეძლოს  25 მეტრზე  ცურვა
  • ტატუ და პირსინგი აკრძალულია სხეულის თვალსაჩინო ადგილებზე

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • თავდაჯერებული და კომუნიკაბელური, უსაფრთხოებასა და მომსახურეობაზე ორიენტირებული და სამუშაო გრაფიკთან ადვილად თავსებადი
  • მომხმარებელზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი
  • იყოს წინსვლაზე ორიენტირებული, უნდა ჰქონდეს სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და შეეძლოს არასტანდარტულ სამუშაო საათებში მუშაობა
  • ჰქონდეს გუნდური მუშაობის უნარი და იყოს ენერგიული 
  • ჰქონდეს უნარი გააზრებულად და დინამიურად მიუდგეს პრობლემების მოგვარებას

 

ყურადღებადაინტერესებული კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა საჭირო უნარებს და გამოცდილებას, გთხოვთ შეავსოთ თანდართული CV სრულმეტრაჟიანი  სურათთან ერთად და გადმოგზავნოთ მეილზე: info@tca.ge

მსგავსი განცხადებები
ბორტგამცილებელი

Tiflis Air


17 სექ - 30 სექ