გიდების სკოლა

თარიღები: 13 სექ - 12 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: vacancy@miminotravel.com
ტელეფონი: +995 591 50 24 29
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

შემომყვანი ტურისტული სააგენტო „მიმინო თრეველი“ არის პროგრესული, განვითარებასა და ინოვაციურ ბიზნეს გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი დონის სერვისს და ზრუნავს ახალი შესაძლებლობების განვითარებაზე;

კომპანიის ძირითადი სამიზნე ბაზრებია: საფრანგეთი, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი, ბალტიის ქვეყნები, ჰოლანდია, გალფის ქვეყნები.

ორგანიზაციული ზრდის პერსპექტივის წინაშე დგას ჩვენი სააგენტო, შესაბამისად, ვიწვევთ აპლიკანტებს “გიდების სკოლაში“

 

გიდების სკოლის შესახებ:

  • ვისთვის?! - კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, როგორც საშუალო განათლების მატარებელი, ასევე სტუდენტებისთვისა და კურსდამთავრებულთათვის
  • მოთხოვნა: აუცილებელია ერთ-ერთი უცხო ენის სრულყოფილ დონეზე ფლობა
  • პირობები: კურსი არის არაკომერციული. კონკრეტული კრიტერიუმების გათვალსიწნებით არის უფასო
  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე;
  • მეთოდიკა: სწავლება მიმდინარეობს დუალური მეთოდით. კომბინირებულია თეორია და პრაქტიკა; სასწავლო კვირის განმავლობაში მინიმუმ ერთი პრაქტიკული ტური (კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით)
  • ჯგუფში მაქსიმუმ 8-10 წევრი რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სწავლების მიღებას
  • შედეგი: კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან ჩვენს კომპანიაში. საწყის ეტაპზე გიდის პოზიციაზე, შემდეგ კი ტურ მენეჯერის პოზიციაზე.

 

 

გიდების სკოლა - ეს შენთვის შექმნა „მიმინო თრეველმა“ თუკი:

  • დაინტერესებული ხარ ტურიზმით და გსურს, მიიღო შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება
  • გსურს კარიერის განვითარება დინამიურ, მზარდ და საინტერესო ინდუსტრიაში, მაღალანაზღაურებად პოზიციაზე (გიდის ფინანსური ანაზღაურება პირველ სეზონზე შეადგენს დღიურ 80-100 ლარს (ხელზე ასაღები); ხოლო მეორე სეზონიდან - 120-150 ლარს (ხელზე ასაღები);
  • ადამიანებთან ურთიერთობა შენი სფეროა
  • მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ გარემოში თავს კომფორტულად გრძნობ
  • ხარ ერუდირებული, ენერგიული, ცნობისმოყვარე და თავგადასავლების მაძიებელი
  • გიყვარს მოგზაურობა

 

კურსის ძირითადი თემები:

  • გიდის ზოგადი უნარ-ჩვევები
  • შიდა მეთოდოლოგია და პროცედურული ნაწილი
  • საქართველოს ისტორია და გეოგრაფია
  • ხელოვნებათმოდნეობა და არქიტექტურა
  • პირველადი სამედიცინო დახმარება
  • გასვლითი, პრაქტიკული ტურები

 

დამატებითი ინფორმაცია:

შერჩევის ეტაპები: 2 ინტერვიუ;

კურსის დასაწყისი: 2018 წლის ნოემბერი; შუადღისა და საღამოს საათები;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com გთხოვთ, სათაურის ველშიიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დროის სიმცირის გამო, მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის." 

 

ასევე, კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 591 50 24 29

გისურვებთ წარმატებას!

 

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


18 სექ - 17 ოქტ

3D Max/AutoCAD/ArchiCAD/Sketch Up /Lumion შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 სექ - 09 ოქტ

Dealer Training

სამორინე ივერია


13 სექ - 12 ოქტ

IT და ვებ ტექნოლოგიების; ინჟინერიის, ქსელის, ვებ პროგრამირების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 სექ - 09 ოქტ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აგვ - 21 სექ

IT ინჟინერიის შემსწავლელი ინტენსიური კურსი 250 ლარის ნაცვლად 150 ლარად

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი


27 აგვ - 25 სექ

Microsoft Excel , ბიზნეს მოდელირება და საფინანსო

VIP Intellect Group


31 აგვ - 29 სექ