სამედიცინო ზარალების მომსახურების კონსულტანტი ბათუმში

თარიღები: 12 სექ - 11 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@imediL.ge
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო) დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“  აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების მომსახურების კონსულტანტის თანამდებობაზე ბათუმში.


ძირითადი მოვალეობები:

  • სერვისცენტრში მისული მომხმარებლების მომსახურება და მათი სადაზღვევო შემთხვევების მართვა;
  • დაზღვეულების მიერ წარდგენილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის გადამოწმება და ჩაბარება;
  • სადაზღვევო შემთხვევების პროგრამული ასახვა;
  • გარკვეული ლიმიტის ფარგლებში (ხელშეკრულებით გათვალისწინებული) ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება;
  • მიღებული დოკუმენტაციის დაარქივება;
  • მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება და/ან სტაჟირება სამედიცინო მომსახურების სფეროში;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

 

აუცილებელი უნარები:

  • თავაზიანი;
  • გაწონასწორებული;
  • მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • აქტიური, ენერგიული;
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • რთული შემთხვევების მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 სექტემბერი, 2018 წელი.

 

სადაზღვევო კომპანია  “იმედი L”  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
სამედიცინო ქოლცენტრის ოპერატორი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი


13 სექ - 30 სექ

Medical Representative

ლე ლაბორატუა სერვიე


22 აგვ - 20 სექ

SME Sale

თიბისი დაზღვევა


10 სექ - 01 ოქტ

ავტოზარალების სერვისის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი


13 სექ - 30 სექ

ალერგოლოგი

სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი კიდმედი


05 სექ - 04 ოქტ

ამბულატორიული და სტომატოლოგიური შემთხვევების მართვის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია უნისონი


04 სექ - 03 ოქტ

ანაზღაურებადი სტაჟირება სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების განყოფილებაში

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი


11 სექ - 23 სექ