სერვისის ინჟინერი ნატახტარში

თარიღები: 12 სექ - 28 სექ
მდებარეობა: ნატახტარი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@barambo.ge
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა:  წარმოების ხარისხის კონტროლი

შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

 „ბარამბო“ ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სერვის ინჟინერი  თანამდებობაზე, სოფ.ნატახტარში.   ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია,  აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია ტექნიკური ენის ცოდნა.

 

ტექნიკური უნარები:

  •  საოფისე პროგრამები (Word; Excel) მუშაობის გამოცდილება.

 

ფუნქცია:

  • საამქროებისა და მასში მდებარე ადმინისტრაციული კორპუსის ზედამხედველობა. 
  • შინაგანაწესის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დანადგარების ტექნიკური დოკუმენტაციების შესწავლა:
  • საჭიროების მიხედვით კონტაქტი იქონიოს დანადგარების მომწოდებელ კომპანიებთან, მიიღოს რეკომენდაციები დანადგარების ექსპლუატაციის შესახებ.
  • დანადგარების დოკუმენტაციისა და მომწოდებელი კომპანიების რეკომენდაციების მიხედვით გეგმიური მომსახურების გრაფიკების შედგენა ტექნიკური ექსპუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების გათვალისწინებით;
  • ამ გრაფიკების მომსახურე პერსონალიზე გაცნობა და მათი შესრულების მოთხოვნა.

 

პიროვნული  თვისებები:

  • აქტიურობა,
  • კომუნიკაბელურობა,
  • საქმის განაწილების ,კონტროლის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
  • პუნქტუალურობა,
  • ადვილად და სწრაფად ადაპტაციის უნარი,
  • გამართული მეტყველება,
  •  
  • შრომისმოყვარეობა.

 

სამუშაო მდებარეობა  : სოფ ნატახტარი

კანდიდატებმა CV  უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე  hr@barambo.ge .  გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ Dშემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების  მირების ბოლო ვადაა  2018 წლის 28 სექტემბერი.

მსგავსი განცხადებები
Health And Safety Officer in Zugdidi

აგრიჯორჯია


19 სექ - 10 ოქტ

კონტროლიორი

Eurotex


12 სექ - 11 ოქტ

ტექნიკური ასისტენტი ნატახტარში

ბარამბო


18 სექ - 05 ოქტ