მთავარი ბუღალტერი

თარიღები: 17 სექ - 11 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: პროფესიული კოლეჯი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@nexia.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას NEXIA International-ს საქართველოში.

 

აუდიტორული კომპანია შპს "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრაგენტი კომპანიისთვის.

 

განაკვეთი: სრული

 

პოზიციის დანიშნულება:

  • კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია
  • ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

 

ფუნქციები:

1. კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია:

  • კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
  • ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
  • ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
  • წლიური  ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
  • საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა

 

 2. ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა:

  •  ხელფასების, ბონუსების და სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება
  • მივლინების ხარჯების დარიცხვის კონტროლი
  • სესხების ხელშეკრულებების განხილვა და შემდგომი დარიცხვების კონტროლი
  • სხვა ნებისმიერი ხარჯის დარიცხვის დროს, ამ ხარჯის კომპანიის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის მიხედვით შესაბამის ანგარიშზე მიკუთვნების კონტროლი
  • კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით
  • მასალების მოძრაობის კონტროლი
  • ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი

 

პასუხისმგებლობა:

  • კომპანიის აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

 

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

  • განათლება: სასურველია ACCA და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

 

პროფესიული უნარები:

აუცილებელი ცოდნა:

  • საგასახადო კანონმდებლობის ცოდნა, 
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
  • სასურველია ლიცენზია ზოგად აუდიტში ან პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატი.

 

ტექნიკური უნარები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა

 

უნარები:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
  • გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა
  • ურთიერთობების დამყარება და კონტაქტების მართვა
  • დაგეგმვა და ორგანიზება
  • ადაპტაცია და ცვლილებებზე რეაგირება
  • ინფორმაციის წარდგენა და გადაცემა
  • ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა
  • გუნდური მუშაობა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

მსგავსი განცხადებები
Бухгалтер

MUK TBILISI


10 სექ - 09 ოქტ

ბუღალტერი

მაქრო ჰოუმი


05 სექ - 04 ოქტ

ბუღალტერი

თბილღვინო


30 აგვ - 20 სექ

ინგლისურენოვანი მთავარი ბუღალტერი

Nexia TA


04 სექ - 03 ოქტ

მთავარი ბუღალტერი

ოტო მოტორს ჰოლდინგი


18 სექ - 17 ოქტ

მთავარი ბუღალტერი რუსთავში

სუპერმარკეტების ქსელი ვეჯინი


25 აგვ - 23 სექ

მთავარი ბუღალტერი

Safa


29 აგვ - 27 სექ