საკაბელო-სარემონტო ჯგუფის ოსტატი

თარიღები: 12 სექ - 21 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: vakansia@telasi.ge
ენერგეტიკა:  ენერგეტიკა (ზოგადი)

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს საბუთების მიღებას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის  სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განყოფილების საკაბელო - სარემონტო ჯგუფის ოსტატის სამუშაოების შესრულებაზე  (მომსახურების ხელშეკრულებით)

 

ძირითადი  მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება
  • V ჯგუფი ელექტრო უსაფრთხოებაში
  • სასურველის ჰქონდეს მსგავსი პროფესიით მუშაობის გამოცდილება
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი

 

თანამდებობრივი მოვალეობები

  • საკაბელო ხაზებზე პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულება
  • ახალი აბონენტების მიერთების  სამუშაოების შესრულებისა
  • სამუშაოს დაწყებამდე საკაბელო–სარემონტო ბრიგადის წევრების მიმდინარე ინსტრუქტაჟის ჩატარება
  • საკაბელო ქსელში  სარემონტო სამუშაოების შესრულების კონტროლი, გრაფიკით დადგენილ ვადებში
  • სამუშაოების შეჩერება  უსაფრთხოების ტექნიკის წესების დარღვევისას
  • კონტროლი სამუშაოების შესრულებაზე  პროექტისა ან ტექნიკური დავალების შესაბამისად
  • საკაბელო მაგისტრალებზე სარემონტო ან პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების ხარისხის კონტროლის განხორციელება
  • ელექტრომონტაჟის სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
  • საკაბელო ხაზების მონტაჟის/დემონტაჟის კონტროლი
  • სამუშაოების განხორციელებისას გამოყენებადი მასალების ხარისხის კონტროლის განხორციელება
  • გამოყენებული მასალების ჩამოწერა და ამორტიზირებული მასალების ჩაბარება საწყობში
  • ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება საკაბელო-სარემონტო ჯგუფის შესახებ დებულების შესაბამისად

 

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge   2018  წლის 21   სექტემბრის  ჩათვლით  აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე.

სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.