პროცესებისა და მეთოდოლოგიის განვითარების სპეციალისტი

თარიღები: 12 სექ - 28 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: vacancy@crystal.ge
საბანკო:  საბანკო(ზოგადი)

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პროცესებისა და მეთოდოლოგიის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და  20 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია!

 

„კრისტალი“ გთავაზობთ:

  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • კომპანიაში მიმდინარე პროცესების იდენტიფიკაცია;
  • პროცესის განვითარების მიზნით ბიზნეს მოთხოვნების მოგროვება და დოკუმენტირება;
  • პროცესების მოდელირება და ანალიზი მათი განვითარების, ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენისა და საბოლოო გამოყენების მდგომარეობამდე მიყვანის მიზნით;
  • ინფორმაციის და ტრენდების კვლევა პროცესების რეალური შედეგების დაგეგმილთან შესაბამისობის გამოვლენის მიზნით;
  • გამოვლენილი შეუსაბამობებისა და პრობლემების ხელმძღვანელობისთვის შეტყობინება;
  • კომპანიაში მიმდინარე პროცესების მეთოდოლოგიური დოკუმენტებით დარეგულირება;
  • მონაცემების ანალიზი პროცესების ეფექტურობის ამაღლების მიზნით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;                  
  • დაკრედიტების პროცესისა და მასთან დაკავშირებული ნიუანსების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • პროცესების განვითარების ან პროცეს აუდიტთან მუშაობის გამოცდილება;
  • ფინანსური ორგანიზაციის პროცესების კარგად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა;
  • სასურველია პროგრამა Visio-ს ცოდნა.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • კრიტიკულად აზროვნების უნარი;
  • პროცესის მკაფიოდ გააზრებისა და გაანალიზების უნარი;
  • კარგი წერითი უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • საკუთარი მოსაზრების ნათლად და არგუმენტირებულად ფორმულირების უნარი;
  • პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • რამდენიმე საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შემოქმედებითი მიდგომა საქმისადმი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კოლეგიალობა.

 

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 28 სექტემბერს 18:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

მსგავსი განცხადებები
Credit Risk Analyst

ფინკა ბანკი საქართველო


13 სექ - 27 სექ

Developer

ლიბერთი ბანკი


19 სექ - 18 ოქტ

Head Of AML And Compliance Unit

ფინკა ბანკი საქართველო


07 სექ - 20 სექ

Help Desk Specialist

ფინკა ბანკი საქართველო


07 სექ - 21 სექ

IT ანალიტიკოსი

ლიბერთი ბანკი


17 სექ - 01 ოქტ

IT ბიზნეს ანალიტიკოსი

საქართველოს ბანკი


27 აგვ - 25 სექ

IT პროცესების მენეჯერი

ლიბერთი ბანკი


19 სექ - 02 ოქტ