პერსონალური ასისტენტი

MINDSTREAM Headhunting & Recruitment

თარიღები: 12 სექ - 27 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: cv@mindstream.ge
ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე

დასაქმების სააგენტო MINDSTREAM Headhunting & Recruitment-ი აცხადებს ვაკანსიას კომპანიის გენერალური დირექტორისთვის პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ბიზნეს კორესპონდენციის მართვა;
  • შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების ოქმების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში თარგმანის შესრულება (როგორც წერილობით, ისე ზეპირად);
  • გენერალური დირექტორის დღიურის მართვა;
  • გენერალური დირექტორის სამოგზაურო საკითხების ორგანიზება და მოგვარება;
  • კომპანიის სტუმრების დახვედრა და მიღება;
  • საოფისე საშუალებების მარაგების კონტროლი;
  • გენერალური დირექტორის სხვა მითითებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული უმაღლესი განათლება;
  • გამართულად წერისა და ვერბალიზაციის უნარი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • დროის მართვის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
  • ინგლისური ენა (Advanced Level) - შემოწმდება ტესტირებით;
  • რუსული ენა  - გამართული კომუნიკაციის დონეზე - შემოწმდება ტესტირებით;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • მოწესრიგებულობა/ორგანიზებულობა;
  • ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარები;
  • მაღალ სამუშაო ტემპში მუშაობის უნარი;
  • არაკონფლიქტურობა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CVელექტრონულ მისამართზე: cv@mindstream.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება-პერსონალური ასისტენტი (ლათინური შრიფტით). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადები მიიღება 2018 წლის  27 სექტემბრამდე.

მსგავსი განცხადებები
Administrative Assistant

საქართველოს კარიტასი


12 სექ - 30 სექ

ПОМОЩНИК УПРАВЛЯЮЩЕГО

Чайхона Базар


12 სექ - 11 ოქტ

ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწე

იფქლი-1


12 სექ - 11 ოქტ

ადმინისტრაციული ასისტენტი

UGT


20 აგვ - 18 სექ

ადმინისტრაციული ასისტენტი

ფინანსური ბიურო


11 სექ - 10 ოქტ

ადმინისტრაციული ასისტენტი

თიბისი ლიზინგი


17 სექ - 16 ოქტ

ადმინისტრაციული მენეჯერი

თიბისი ბანკი


11 სექ - 20 სექ