გეოდეზისტი

თარიღები: 12 სექ - 21 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 2500
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: vakansia@telasi.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  გეოდეზისტი

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს საბუთების მიღებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში  გეოდეზისტის

სამუშაოების შესრულებაზე (მომსახურების ხელშეკრულებით)

 

ძირითადი  მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება.
  • საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა.
  • აუცილებელია ჰქონდეს შესაბამისი დანადგარი.
  • სამუშაოს შესრულება საკუთარი ავტომანქანით.
  • ანაზღაურება 2500 ლარი (დარიცხული).
  • სასურველია ჰქონდეს მსგავსი პროფესიით მუშაობის გამოცდილება.
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • უძრავი ქონების ობიექტების საზოგადოების საკუთრებაში ყოფნის ან არყოფნის იდენტიფიკაცია, მათ შორის შიდა სამსახურებისა და სხვა გარე ინსტრუქციების მეშვეობით.
  • საზოგადოების უძრავი ქონების (მიწის, შენობა–ნაგებობების)  საკადასტრო აზომვა, ტოპო-გეოდეზიური დაკვალვა, შიდა აზომვითი სამუშაოების ჩატარება და  გამიჯვნის ნახაზის მომზადება.
  • საჰაერო და საკაბელო მეურნეობის საკადასტრო აზომვა.
  • მიწისქვეშა საკაბელო ხაზების გამოკვლევა, საკადასტრო აზომვა,  დაკვალვა და საპროექტო მასალების მომზადება.
  • გეოდეზიური ხელსაწყოების, სახაზო გაზომვების საშუალებების მდგომარეობის კონტროლი, მათი შენახვის სისწორისა და ექსპლუატაციის კონტროლი.

 

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია   ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge   2018  წლის   21   სექტემბრის   ჩათვლით  აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.