სკოლის უსაფრთხოების ოფიცერი

თარიღები: 12 სექ - 11 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: hr@shavnabada.ge
უშიშროება/დაცვა/უსაფრთხოება:  დაცვა (ზოგადი) მაღაზიის/ობიექტის დაცვა

შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“, რომლის დაარსების ისტორია უკვე 23 წელს ითვლის, ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, პედაგოგთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით კომფორტული სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

 

 „შავნაბადა“ აცხადებს ვაკანსიას  სკოლის უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (იურიდიული მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად);
  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • სკოლის მანდატურის მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამა Microsoft Word-ის კარგი ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები / უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • ინტერპერსონალური კომუნიკაციის კარგი უნარი
  • არაკონფლიქტურობა
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • წამოჭრილ პრობლემებზე დროული რეაგირების უნარი
  • სტრესგამძლეობა, აქტიურობა და მოქნილობა.

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • მოსწავლეთა კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენა
  • მოსწავლეთა შორის მომხდარი დაპირისპირების შემთხვევაში, დროული რეაგირება და უთანხმოების აღმოფხვრა
  • საგანგებო სიტუაციებში  (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფ სხვა პირთა ევაკუაცია
  • სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ და მატერალურ-ტექნიკური საშუალებებით გამართულად წარმართვის ხელშეწყობა.

 

გამოსაცდელი ვადა: 1-დან 6 თვემდე.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@shavnabada.ge არაუგვიანეს 2018 წლის 12 ოქტომბრისა. წერილის სათაურში სავალდებულოა ვაკანსიის დასახელების მითითება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Security Guard

Hotels & Preference Hualing Tbilisi


21 აგვ - 19 სექ

Security Guard

Stamba Hotel


04 სექ - 03 ოქტ

გარე პერიმეტრის უსაფრთხოების თანამშრომლი

სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო


07 სექ - 06 ოქტ

გაყიდვების მენეჯერი

დაცვის კომპანია


27 აგვ - 25 სექ

დაცვა-მძღოლი

ლუკა პოლარე


30 აგვ - 28 სექ

დაცვის თანამშრომელი

სასტუმრო ნიუ ტიფლისი


03 სექ - 02 ოქტ

დაცვის თანამშრომელი

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა


04 სექ - 03 ოქტ