საგამოფენო სივრცის კოორდინატორი

თარიღები: 16 სექ - 10 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: info@projectartbeat.com
ხელოვნება/მედია:  მუზეუმის თანამშრომელი ხელოვნებათმცოდნეობა ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ღონისძიებების მენეჯერი

Project ArtBeat, 2014 წელს დაარსდა და ქართული ხელოვნების სფეროში ინოვაციურ წამოწყებას წარმოადგენს. მისი მიზანია თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობა და წარდგენა საერთაშორისო არტ სცენაზე.

Moving Gallery by Project ArtBeat ახალი ექსპერიმენტული სივრცეა. გალერეა ხელოვნების მოყვარულებს, მისი არატრადიციული, ექსპერიმენტული ხასიათით, თანამედროვე არტის გააზრების სრულიად განსხვავებულ რაკურსებს სთავაზობს. ეს არის საზღვაო კონტეინერი, რომელიც გალერეად ტრანსფორმირდა. მისი გადატანა ნებისმიერ სასურველ ადგილას არის შესაძლებელი. მოძრავი გალერეის მიზანია თანამედროვე ქართული და უცხოური ხელოვნების ხელშეწყობა, გამოფენების სხვადასხვა ადგილებში მოწყობა, სადაც მუზეუმები და ტრადიციული საგამოფენო სივრცეები, გალერეები ვერ ფუნქციონირებს, სადაც თანამედროვე ხელოვნება ნაკლებად ხელმისაწვდომია დამთვალიერებლისთვის.

2017 წელს Project ArtBeat-ის მუდმივი საგამოფენო სივრცე ძველი თბილისის ერთ–ერთ ისტორიულ ნაგებობაში გაიხსნა, სადაც თანამედროვე ხელოვანების სოლო და ჯგუფური გამოფენები იმართება.

დამატებითი ინფორმაცია Project ArtBeat-ის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ გალერეის ვებგვერდზე: www.projectartbeat.com.

 

 

Project ArtBeat აცხადებს ვაკანსიას საგამოფენო სივრცის კოორდინატორის  პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (სამშაბათი–შაბათი)

სამუშაო საათები: 11:00–19:00

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ხელოვნების მიმართულებით)
  • ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ C1-დონეზე)
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • Microsoft Office ფლობა მაღალ დონეზე
  • გრაფიკული დიზაინის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება და სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • გალერეის საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა
  • ექსპოზიციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა - განხორციელება
  • ნამუშევრების გაყიდვებზე მუშაობა
  • პრეს–რელიზის, არტისტის პორტფოლიოს მომზადება, საინფორმაციო უზრუნველყოფა
  • გამოფენისა და ნამუშევრების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, თარგმნა
  • გალერეის საცავის მოწესრიგება - ელექტრონული არქივირება
  • დამთვალიერებელთან ურთიერთობა (გალერეისა და არტისტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება)
  • ზოგადი ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება
  • ოფიციალური წერილების მომზადება
  • სოციალური პლატფორმების (Facebook, Instagram, Twitter) მართვა და განვითარება
  • გალერეის ვებ გვერდის მართვა / განახლება

 

 

უნარ–ჩვევები:

  • კრეატიულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • ანალიტიკური უნარ–ჩვევები
  • გუნდურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დედლაინებთან მუშაობის უნარი
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
     

დაინტერესების შემთხვევაში, 15 ოქტომბრამდე გამოგზავნეთ CV, სამოტოვაციო წერილთან ერთად, ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@projectartbeat.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ ერთი PDF-ფაილის სახით, ფაილის სათაური: coordinator_აპლიკანტის სახელი, გვარი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Project ArtBeat–ის გუნდი გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
პროდუქტის მენეჯერი

Tbilisi Envets


27 აგვ - 25 სექ

ღონისძიებების ასისტენტი/მიმტანი

Terminal


18 სექ - 17 ოქტ