28 თებ - 14 მარ
სტანდარტი
ეპიდემიოლოგი
თბილისი, საბურთალო
სამედიცინო დაწესებულება
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას ეპიდემიოლოგის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ეპიდემიოლოგიური ანალიზისა და დიაგნოსტიკის წარმოება;
  • ინფექციის კონტროლის გეგმების, პოლიტიკის დოკუმენტების, გაიდლაინების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
  • კლინიკაში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ რეჟიმის მუდმივი მონიტორინგი და გადახრების აღმოჩენის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება;
  • ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაზე;
  • სამედიცინო პერსონალის სწავლება ეპიდემიოლოგიურ და ინფექციის კონტროლის საკითხებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 3 წელი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • უმაღლესი განათლება ეპიდემიოლოგია/პროფილაქტიკური მედიცინა/საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ადგილობრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების ცოდნა შესაბამის სფეროში;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com და მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ეპიდემიოლოგი“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 81
უნიკალური ნახვები 75