28 თებ - 14 მარ
სტანდარტი
კლინიკის მთავარი ექთანი
თბილისი
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი და მაღალტექნოლოგიური კლინიკა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი და მაღალტექნოლოგიური კლინიკა აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მთავარი ექთნის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 დან – 18:00 მდე

ძირითადი ფუნქციები:
  • საექთნო მიმართულების სტრატეგიული ხელმძღვანელობა განყოფილებების სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • საექთნო განყოფილების ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა და მართვა;
  • საექთნო პოლიტიკის, პროცედურების და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა მარეგულირებელი მოთხოვნებისა და კლინიკის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
  • ეფექტური კომუნიკაცია საექთნო პერსონალთან, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, ექიმებთან და აღმასრულებელ ხელმძღვანელობასთან.
  • როგორც კლინიკის, ისე გარე მარეგულირებელ ორგანოებთან მჭირდო თანამშრომლობა აკრედიტაციის და ლიცენზირების შესანარჩუნებლად
  • გადაუდებელი შემთხვევების ან კრიზისების დროს, საექთნო მედპერსონალის პაციენტზე მოვლის შესანარჩუნებლად კოორდინირებული რეაგირების უზრუნველყოფა;
  • საექთნო პერსონალის მიერ საექთნო საქმის შესრულების შეფასების პროცესების განხორციელება,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის კვალიფიკაცია;
  • უფროს ექთნად მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: medicalcompanyjobs@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ კლინიკის მთავარი ექთანი“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
მედდა
ნახვები 113
უნიკალური ნახვები 110