13 თებ - 13 მარ
სტანდარტი
ფინანსური აუდიტორის თანაშემწე
თბილისი, ვაკე
  • სრული განაკვეთი
  • 1600 - 1800
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

აუდიტორული კომპანია შპს ,,თი ემ სი“ აცხადებს ვაკანსიას ,,ფინანსური აუდიტორის თანაშემწის“ პოზიციაზე.


TMC აუდიტორული კომპანიაა, რომელიც 2009 წლიდან ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას აუდიტორული, საბუღალტრო, იურიდიული, საშემფასებლო, საბაჟო-საბროკერო და IT მიმართულებით. გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ მეგობრულ გუნდთან ერთად, თქვენ გექნებათ განვითარების, ცოდნის გაღრმავების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.


მოვალეობები:

  • ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობს:
  • ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას;
  • სხვადასხვა ცხრილების მომზადებასა MS Excell-ში;
  • ბუღალტრულ ოპერაციებში არსებული უზუსტობების იდენტიფიცირებას პირველად დოკუმენტებთან მიმართებაში;
  • გამოვლენილი ხარვეზების განხილვას ხელმძღვანელ პირებთან;
  • კვალიფიკაციის შესაბამისად ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულებას.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.
  • შემოსავლების სამსახურის პორტალზე (rs.ge) მუშაობის გამოცდილება.


პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.


სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით;

გამოსაცდელი პერიოდი: მაქსიმუმ 1 თვე;

ანაზღაურება: 1200-1500 ლარი ხელზე;

დამატებით ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ,,ფინანსური აუდიტორის თანაშემწე“ - წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.


ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
ნახვები 244
უნიკალური ნახვები 236