კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი

თარიღები: 11 სექ - 10 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@geonet.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების მენეჯერი კორპორატიული კლიენტები (B2B)

 „ჯეონეთი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.


კომპანიის  შესახებ

„ჯეონეთი“ არის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც ბაზარზე 1998 წლიდან ფუნქციონირებს.  საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ინდივიდუალური გადაწყვეტილებების  მიწოდება კორპორაციული მომხმარებლისთვის. „ჯეონეთის“ ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურებით დღეს არაერთი მსხვილი ორგანიზაცია და სახელმწიფო უწყება სარგებლობს. 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - www.geonet.ge

 

რას გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ოფისის მოხერხებული ადგილმდებარეობა
  • მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო
  • სამუშაო საათები - 09:00-დან 18:00-მდე (შესვენება 1 საათი)
  • სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე, ანაზღაურებადი
  • ანაზღაურება შეთანხმებით  ცოდნის, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად  + ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან

 

ჯეონეთი გაძლევთ  პროფესიული ზრდის საშუალებას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ასპარეზს.

 

მოვალეობები:

  • თანამდებობის მიზანია არსებული გაყიდვების შენარჩუნება და ახალი კლიენტების მოზიდვა.
  • სამიზნე ბაზრის იდენტიფიკაცია და შესაბამისი ბაზების წარმოება, განახლება.
  • პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით და შეთავაზების გაკეთება.
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების დამუშავება და პასუხის გაცემა.
  • ანგარიშის მომზადება განხორციელებულ აქტივობებზე და შედეგებზე.
  • ინფორმაციის აღრიცხვა CRM  სისტემაში.
  • ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის მომზადების ორგანიზება 
  • ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და ტენდენციების ამოცნობა, კონკურენტების ანალიზი.
  • არსებული აბონენტებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზება.

 

მოთხოვნები: 

  • კანდიდატი უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებში და დაინტერესებული იყოს საკომუნიკაციო სფეროში მიმდინარე მოვლენებით
  • კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში ჩაითვლება უპირატესობად
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • Excel, Word, Outlook, PowerPoint პროგრამების ცოდნა
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • დაგეგმვის და ორგანიზების კარგი უნარები

 

დაინტერესებულმა პირებმა  1 ოქტომბრამდე გამოგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი CV - hr@geonet.ge. იმეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ბიემსი


20 აგვ - 18 სექ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ბიზნეს ექსპრესი


22 აგვ - 20 სექ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კრიალა


06 სექ - 25 სექ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი


17 სექ - 15 ოქტ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი და ლოჯისტიკის მენეჯერი

ბენე ჯგუფი


17 სექ - 16 ოქტ

Customer Service Representative

Arvato BERTELSMANN


12 სექ - 24 სექ

English Speaker Sales Representative

Astrum Solutions


14 სექ - 13 ოქტ