12 თებ - 06 მარ
სტანდარტი
რეგისტრატორი
თბილისი, საბურთალო, ქავთარაძის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მეგალაბი“ აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას

“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.


ძირითადი მოვალეობები
  • კონტრაქტორი დაწესებულებებიდან საანალიზო მასალის მიღება/შენახვა სტანდარტული საოპერაციო პროცედურის შესაბამისად
  • საანალიზო მასალების პროგრამული რეგისტრაცია
  • საანალიზო მასალის სინჯარების სორტირება
  • დაზიანებული საანალიზო მასალების უარყოფა კრიტერიუმების მიხედვით და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • საანალიზო მასალების მიმღებ განყოფილებაში ტემპერატურის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ტემპერატურის დასარეგულირებლად შესაბამისი სამსახურის ჩართვა


საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • უპირატესობად ჩაითვლება მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული კომპეტენციები/უნარები
  • სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი
  • ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი
  • ორგანიზაციის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • დროის ეფექტური მართვის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პირობები
  • სამუშო გრაფიკი: 24 სთ-იანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 05 მარტი, 2024 წ.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

„მეგალაბი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 295
უნიკალური ნახვები 285