12 თებ - 13 მარ
სტანდარტი
გაყიდვების ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია ბერკეტი-დიზაინი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

შპს ბერკეტი–დიზაინი საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს 1998 წლიდან.
საქმიანობის სფეროა: გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, ელექტროობისა და სუსტი დენების, წყალმომარაგება, წყალარინება, საცურაო აუზებისა და საუნების სისტემების მოწყობის პროექტირება, მიწოდება, მონტაჟი და სერვის მომსახურება.
ჩვენი კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც მაღალ დონეზე ასრულებენ ზემოჩამოთვლილ ყველა მომსახურებას.
,,ბერკეტი–დიზაინის’’ მრვალწლიანი, პროფესიონალური გამოცდილება მომხმარებელთა ნდობის საფუძველია.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის ასორტიმენტის, მომსახურების და უპირატესობების მაღალ დონეზე შესწავლა და ცოდნა;
  • სატელეფონო ზარების განხორციელება - მომხარებლის დაინტერესება;
  • სატელეფონო და წერილობითი შეთავაზებების გაკეთება მომხმარებლებთან;
  • კლიენტის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი შეთავაზების უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
  • Microsoft (Word; Exce; PowerPoint) საოფისე პროგრამების ფლობა;

პიროვნული მახასიათებლები:
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • რაციონალური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქუალურობა;
  • კრეატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ#90
გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით + ბონუსი, გაყიდული პროდუქტის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე hrberketi@gmail.com და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც
შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 154
უნიკალური ნახვები 150