08 თებ - 09 მარ
ვიპ
HR მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, გეგეჭკორის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • 1300 - 1700
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტურისტული კომპანია "Free Spirit Tours აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია წარმატებით მუშაობს 2013 წლიდან შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:
  • ვაკანტური პოზიციების გამოცხადება და რეკრუტინგის სრული ციკლის წარმოება;
  • თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებები, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • თანამშრომელთა დასწრების, გადაცდენები, გრაფიკების, ორგანიზაციის შინაგანაწესის განხორციელების მონიტორინგი;
  • შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა, თანამშრომელთა ინფორმირება;
  • სახელფასო სისტემის სრულად მართვა (Payroll)

აუცილებელი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება 1300 - 1700 ლარი, შეთანხმებით გამოცდილების შესაბამისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან - 18:00-მდე; შაბათი 10:00-დან 14:00-მდე.
დასვენების დღე : კვირა სამუშაოს ადგილმდებარეობა: გიორგი გეგეჩკორის N4

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@freespirittours.net
ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
ნახვები 1476
უნიკალური ნახვები 1427