07 თებ - 01 მარ
სტანდარტი
ფრილანსერი მთარგმნელი/თარჯიმანი
თბილისი
საზღვარგარეთი, სომხეთი
საზღვარგარეთი, აზერბაიჯანი
  • ფრილანსი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,სომხური,აზერბაიჯანული
Interlanguage აცხადებს ვაკანსიას ფრილანსერი მთარგმნელის/თარჯიმნის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ
საერთაშორისო ლოკალიზაციის სააგენტო Interlanguage დაარსდა 2019 წელს თბილისში. ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებს ვთავაზობთ მაღალხარისხიან მთარგმნელობით მომსახურებას ტექნოლოგიის, მარკეტინგის, იურიდიულსა და სხვა სფეროებში. ჩვენს მიერ თარგმნილი ტექსტებით ათასობით ადამიანი სარგებლობს, საკვების შეკვეთისას, ტაქსის გამოძახებისას ან სოციალური მედიის გამოყენებისას.

სამუშაოს აღწერა
„ფრილანსერი“ მთარგმნელის როლში მოგიწევთ ვებ-საიტების, მარკეტინგული მასალების, იურიდიული ტექსტების და უამრავი სხვა სახის მასალის ინგლისურიდან სომხურ ენაზე თარგმნა ან რედაქტირება.

მოვალეობები
  • ინგლისურიდან თქვენს მშობლიურ ენაზე (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული) თარგმნა
  • პერიოდულად თარგმანების კორექტირება და რედაქტირება ენობრივი სიზუსტისთვის და მითითებების შესაბამისად
  • თანამშრომლობა პროექტების მენეჯერებთან და გუნდის სხვა წევრებთან საპროექტო მიზნების მიღწევისთვის

მოთხოვნები
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ ერთი ენიდან თარგმნაში
  • ინგლისური და მშობლიური ენის ცოდნა, გრამატიკის, მართლწერისა და პუნქტუაციის ჩათვლით.
  • მთარგმნელობითი ხელსაწყოების/პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • დისტანციურად დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციისა და დროის მენეჯმენტის უნარი


განაცხადის შეტანის პროცესი
აღნიშნულ პოზიციაზე განაცხადის შესატანად, შეავსეთ ეს ფორმა https://forms.gle/1Bfz5b1wraUKB4F48 (მოგიწევთ Gmail-ის ანგარიშის შექმნა, თუ არ გაქვთ).
მიღებულ განცხადებებს უმოკლეს დროში გადავხედავთ და მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით, რომელთაც მოკლე სატესტო დავალების შესრულება მოუწევთ (300 სიტყვა, შერჩეული სპეციფიკის მიხედვით).

ადმინისტრაცია
თარჯიმანი
ნახვები 535
უნიკალური ნახვები 503