06 თებ - 01 მარ
ვიპ
სასერვისო ჯგუფის ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია “ინსერვისი”-ს აცხადებს ვაკანსიას სასერვისო ჯგუფის ინჟინერის თანამდებობაზე.

ახალი თანამშრომლის ვალდებულებების, სამუშაო დროების და საკვალიფიკაციო პერიოდის განმარტებითი აქტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საინჟინრო სფეროში დავალებების მიღება და შესრულება.
  • გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის დანადგარების აღრიცხვა / აღწერითი სამუშაოების წარმოება
  • გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის დანადგარების გეგმიური სასერვისო მომსახურების წარმოება კომპანიის მიერ მითითებული წესების სრული გათვალისწინებით. ** გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის დანადგარების ტექნიკური მონიტორინგის სამუშაოების ჩატარება დადგენილი წესების და მითითებების სრული გათვალისწინებით.
  • დამატებით (კონდიცირების მომსახურების სფეროში: მათ შორის შედის კონდიციონერის შემოწმება,წმენდა,დათვალიერება.) სარეზერვო საქმიანობის წარმოება დადგენილი წესების და მითითებების სრული გათვალისწინებით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი,12:00 -20:00; შაბათი 12:00 - 17:00
ანაზღაურება: ყოველთვიური ანაზღაურება : 1300 - 1650 ლარი ( კვალიფიკაციიდან გამომდინარე ) შრომითი ხელშეკრულების მინიმალური ვადა : 6 თვე
გამოსაცდელი პერიოდის ვადა ინდივიდუალურია და არ აღემატება 3 თვეს.

გამოსაცდელი ეტაპის საფეხურები :
პირველი სამუშაო ეტაპი :
  • დამხმარე მენეჯერი ( მიმაგრება ერთ-ერთ კვალიფიციურ თანამშრომელზე სამუშაოების სპეციფიკის გაცნობის მიზნით, ტრენინგის და სამუშაო დატვირთვის გარეშე )


მეორე სამუშაო ეტაპი :
  • ტექნიკური ტრენინგის მიღება ( შიდა ტრენინგი, როგორც ტექნიკური ასევე მიზნობრივი, კონკრეტული საქმიანობის წარმოების სფეროში, ჯამში 6 სთ )
  • დამხმარე მენეჯერი ( მიმაგრება ერთ-ერთ კვალიფიციურ თანამშრომელზე სამუშაოების სპეციფიკის დახვეწის მიზნით, ტრენინგის და სამუშაო დატვირთვით )


მესამე სამუშაო ეტაპი :
  • დამოუკიდებლად სამუშაოების წარმოება ( საჭირო ინვენტარის მიღება, შესაბამისი ტრენინგის გავლა და დამოუკიდებლად დავალებული ვალდებულებების შესრულება )
გამოსაცდელი პერიოდი არის ანაზღაურებადი და დამოკიდებულია სამუშაო პროცესის დატვირთულობაზე.

ფინანსური ანაზღაურება გამოსაცდელი ეტაპების განმავლობაში:
  • პირველი ეტაპი: ყოველთვიური ანაზღაურება 600 ლარი (დაანგარიშდება ნამუშევარი დღეების მიხედვით)
  • მეორე ეტაპი: ყოველთვიური ანაზღაურება 900 ლარი (დაანგარიშდება ნამუშევარი
  • დღეების მიხედვით)
  • მესამე ეტაპი: ყოველთვიური ანაზღაურება 1200 ლარი (დაანგარიშდება ნამუშევარი დღეების მიხედვით)

სამივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ თანამშრომელი გადადის ძირითად შტატში წინასწარ განსაზღვრული სახელფასო ანაზღაურების ბადით. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე i.lashqarashvili@inservice.ge . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ სასერვისო ჯგუფის ინჟინერი „
განცხადების მიღების საბოლოო თარიღი: 29 თებერვალი 2024 წ.

გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო, უძრავი ქონება
გათბობა/კონდიცირების სისტემები
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირება (HVAC)
ნახვები 193
უნიკალური ნახვები 174