გაყიდვების აგენტი

თარიღები: 10 სექ - 09 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 600 - 2500
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: g.kokhtashvili@wst.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების აგენტი

კომპანიის შესახებ


სითისაითსიინგ თბილისი (www.cstbilisi.com) მსოფლიო ბრენდის, ბრიტანული  კომპანია სითისაითსიინგის (www.city-sightseeing.com) კომპანიის წარმომადგნელია საქართველოში.  ჩვენ შემოგვაქვს უახლესი ევროპული სტანდარტები კავკასიის რეგიონის ტურისტულ ინდუსტრიაში. ჩვენი ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი აქტიურად მუშაობს საქართველოში შემომავალი ტურიზმის განვითარებაზე. თუ თქვენც ჩვენსავით გიტაცებთ თბილისი და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ჩვენი კომპანია  თქვენთვისაა, შემოგვიერთდით!


ამჟამად ჩვენ ვეძებთ გაყიდვების აგენტს, რომლის ძირითადი ფუნქცია ქალაქის ტურისტულ ადგილებში ღია სივრცეებში (სკვერებში, პარკებში, ტურისტულად აქტიურ სხვა ადგილებში) ადგილობრივი და რეგიონალური ტურების გაყიდვა იქნება. 

ერთწლიანი გამოცდილების შემდგომ კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო თანამშრომლების მოკლევადიან და გრძელვადიან სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში საკუთარი ფინანსური რესურსით.

ამავდროულად კომპანია წელიწადში რამოდენიმეჯერ  საუკეთესო შედეგის მქონე თანამშრომლებს გადასცემს საჩუქრად ტურისტულ საგზურს (სრული პაკეტი), მსოფლიოს   სხვადასხვა ქვეყნებში.


სამუშაო მოვალეობები


როგორც ოფისის გუნდის წევრი, თქვენს მოვალეობებში შევა:

  • ტურისტების მისალმება და მათთან კომუნიკაციის დამყარება მეგობრულად და ზრდილობიანად
  • ტურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი უპირატესობების ახსნა
  • ტურისტებისთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება
  • ბილეთების გაყიდვა და თანხის შეგროვება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით
  • გაყიდვების აღრიცხვიანობის წარმოება
  • გაყიდვების პუნქტის ზედამხედველობა
  • დღის გახსნის და დახურვის ჩაბარება ზედამხედველთან
  • ტურების გაყიდვა ხორციელდება ღია სივრცეებში.

 

სასურველი ცოდნა და უნარ-ჩვევები

  • ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა სალაპარაკო დონეზე
  • ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი
  • აკურატული და სუფთა
  • დადებითი მიდგომა, სასიამოვნო და მომღიმარი
  • შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება

 

პოზიციის აღწერილობა


თანამდებობის სახელწოდება: გაყიდვების აგენტი

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ( ჯამში გამომუშავებული თანხა, ანაზღაურება თვეში  მერყეობს 600ლარიდან - 2500 ლარამდე)

ადგილმდებარეობა: თბილისი 

 

სააპლიკაციო ინსტრუქცია:

გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ფოსტაზე: g.kokhtashvili@wst.ge და მიაწერეთ პოზიციის დასახელება.

ჩვენ სისტემატურად განვიხილავთ აპლიკაციებს, ამიტომ გირჩევთ არ დააყოვნოთ თქვენი აპლიკაცია.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატურები განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Arabic Speaking Sales Representative

Envirotech


18 სექ - 16 ოქტ

Conversion English Speaking Agent

ალფა მარკეტინგი


07 სექ - 06 ოქტ

Deutschsprachige Verkaufsagenten

Next Brand


07 სექ - 06 ოქტ

Deutschsprachigen Customer Service Agent / Kundendienstmitarbeiter

CMX Solutions


12 სექ - 10 ოქტ

English Speaker Sales Representative

Astrum Solutions


14 სექ - 13 ოქტ

English Speaking Call Center Representative

USALogistics


17 სექ - 16 ოქტ

English Speaking Sales Representative

Envirotech


18 სექ - 17 ოქტ