17 თებ - 29 თებ
სტანდარტი
წარმოების ბუღალტერი
თბილისი, გლდანი, ე. ხარაძის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია იფქლი აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტერის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word);
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის წესების ცოდნა;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამა Info ბუღალტერიის ცოდნა და აღნიშნულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • გაუწიოს დამსაქმებელს საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება.
  • აწარმოოს დოკუმენტაცია ელექტრონული და მატერიალური სახით, რაც აუცილებელია სამუშაოს შესრულებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშისთვის.
  • საბუღალტრო პროგრამაში ბუღალტრული გატარების სახით ასახოს კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციები.
  • შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მითითებები და დავალებები და უზრუნველყოს სხვადასხვა სახის საბუღალტრო და ფინანსური რეპორტების წარმოება.

პიროვნული თვისებები
  • მარტივი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-დან 18:00-მდე;
შაბათი - 10:00-დან 14:00-მდე
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, ევგენი ხარაძის 2ა.
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ipkli.com. სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 312
უნიკალური ნახვები 304