თარიღები: 10 სექ - 09 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@roomdesign.ge
ხელოვნება/მედია:  გრაფიკული დიზაინი

მაღაზია  შოურუმი–„რუმ დიზაინი  “ მომხმარებელს  სთავაზობს  მსოფლიოში აღიარებულ ბრენდების  უმაღლესი ხარისხის  ინტერიერის  მოსაწყობ და მოსაპირკეთებელ პროდუქციას  ,  ასევე  სხვა და სხვა ქვეყნის ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილ  უახლეს კოლექციებს , ნებისმიერი სტილის  -  ბინების თუ ოფისების სიმყუდროვის  და კომფორტის შესაქმნელად .  

"გალერეა  რუმ დიზაინის" ძირითდი და უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით. 

 

„გალერეა  რუმ დიზაინი“  აცხადებს  ვაკანსიას დიზაინერის  პოზიციაზე 
 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთლაოს რაიონი .  

სამუშაო საათები: 10:00–19:00 (ორშაბათი – შაბათი, სრული განაკვეთი) 
 
 
ფუნქცია-მოვალეობები:  

  • კლიენტის ეფექტური , თავაზიანი მომსახურება;
  • ინტერიერის დიზაინ-პროექტების დამუშავება, ტექნიკური გაფორმება და უშუალო მუშაობა კლიენტებთან;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
  • მყიდველების  კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და    გადაწყვეტილების მიღებაში;
  • ორიენტირებულობა მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე. 

 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები: 

  • სასიამოვნო , მაღალი , დახვეწილი ,  კრეატიული გარეგნობის გოგონა ან ბიჭი;
  • ასაკი: 23-40 წელი;
  • ქართულად გამართული მეტყველება;
  • გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: 3Ds Max, AutoCAD, Adobe Photoshop, Corel Draw და ასევე Microsoft Office (Word, Excel);
  • სასურველია სადიზაინერო პროგამების ცოდნა უშუალოდ ინტერიერის დიზაინის სფეროში ან უახლოს მომავალში შესწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება მოთხოვნის შეასაბამისად.;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილების ქონა;
  • მოლაპრაკებების წარმართვის უნარი;  
  • ოფის ( და საჭიროების შემთხვევაში სადიზაინერო ) პროგრამების  შესრულება ;
  • რუსული ან ინგლისური ენების  სრულყოფილად ცოდნა;
  • სამოტივაციო წერილი.

 
 
პიროვნული უნარები: 

  • კრეატული;
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • ინიციატივიანი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • ცვალებად გარემოში სწრაფად და მარტივად ადაპტაცია;
  • მოტივირებული და ორგანიზებული ;
  • პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ ;
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა; 

 

ჩვენ გთავაზობთ :

  • უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვა    და სხვა    წამყვან ქვეკნეში ;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • მზარდ ანაზღაურებას.  

 
ანაზღაურება: განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასით , ასევე ბონუს სისტემებით . 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი  10:00-19:00 საათები. 
 
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება და შედგება პირადი გასაუბრება. 
გისურვებთ წარმატებას! 

 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე - ფოტოსურათით და  სამოტივაციო წერილით : vacancy@roomdesign.ge  და სათაურის ველში გთხოვთ  აუცილებლად  მიუთითეთ პოზიციის დასახელება : " დიზაინერი   „Designer " .ფოტოსურათის  და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება 

მსგავსი განცხადებები
Graphic Designer

გრინვეი საქართველო


17 სექ - 30 სექ

SEO/AdWords And PPC Manager​/

FinTech Marketing Solutions


30 აგვ - 28 სექ

UI/UX დიზაინერი/ვებ დიზაინერი

Leavingstone


21 აგვ - 19 სექ

გრაფიკული დიზაინერი

არზო


22 აგვ - 20 სექ

გრაფიკული დიზაინერი

TeamWork


20 აგვ - 18 სექ

გრაფიკული დიზაინერი

Leavingstone


21 აგვ - 19 სექ

გრაფიკული დიზაინერი

სარეკლამო კომპანია Capto Design


24 აგვ - 22 სექ