17 თებ - დღეს
სტანდარტი
სასტერილიზაციოს უფროსი ექთანი
თბილისი
სამედიცინო კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • 1500
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასტერილიზაციოს უფროსი ექთნის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 დან – 18:00 მდე
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი ფუნქციები:
  • ეროვნული და კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლების/გაიდლაინების შესაბამისად სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება და კონტროლი;
  • დეპარტამენტის საშუალო სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებაში მონაწილეობა და მათი განრიგების წარმოება
  • გამოყენებული ინსტრუმენტების რეცხვა/დეზინფექციისათვის მიღება/დათვლა და შესაბამის დოკუმენტში აღრიცხვა და კონტროლი;
  • სტანდარტების შესაბამისად დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის წარმოების კონტროლი;.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის კვალიფიკაცია;
  • სასტერილიზაციოს უფროს ექთნად მუშაობის 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამოხმარებლო დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: newclinicvacancy@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ სასტერილიზაციოს უფროსი ექთანი“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
მედდა
ნახვები 130
უნიკალური ნახვები 124