გუნდის წევრი თბილისსა და რეგიონებში

თარიღები: 10 სექ - 30 სექ
მდებარეობა: თბილისი რუსთავი ქუთაისი ბათუმი ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური

სხვა ვებ გვერდზე

გაყიდვები:  საცალო კლიენტთა მომსახურება ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მოლარე სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერი

McDonald’s Georgia

ჩვენ, McDonald’s საქართველო, 1999 წლიდან ვოპერირებთ საქართველოში და წარმოვადგენთ ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში მომსახურების კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. დღეისათვის ჩვენს სტუმრებს ვემსახურებით ჩვენს 14 რესტორანში, როგორც თბილისსა და რუსთავში, ისე საქართველოს 3 რეგიონში. ჩვენი დიდი გუნდი უკვე აერთიანებს 1000-მდე  ახალგაზრდას. კომპანიის კულტურა ეფუძნება პატივისცემასა და სამართლიანობას. ჩვენ ვაფასებთ ღია, კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე თანამშრომლებს და ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას.                                                                             თუკი გინდა შემოუერთდე მაკდონალდსის გუნდს, მაშინ არ გაუშვა შანსი ხელიდან !!!!

 

პოზიცია:  გუნდის წევრი

 

სამუშაო ადგილი:  მაკდონალდსის რესტორანი ქ.თბილისში, ქ.რუსთავში, ქ.ქუთაისში, ქ.ბათუმში, ქ.ზუგდიდში  

 

რას გთავაზობთ:

  • გახდე ჩვენი კორპორატიული კულტურის ნაწილი
  • მოქნილ სამუშაო განრიგს,რომელიც საშუალებას მოგცემს ერთმანეთს შეუთავსო მუშაობისა და განათლების მიღების პროცესი
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიაში

 

სწავლების პროგრამა:  იმისათვის რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ადვილად შეისწავლონ და შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რესტორნის ყველა თანამშრომელი მუშაობის დაწყების პირველივე დღიდანვე იწყებს,როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებას პერსონალური სწავლების ინსტრუქტორის დახმარებით.

 

სამუშაო პირობები:

  • ძირითადი, მუდმივი სამუშაო.
  • მაქსიმუმ 5 სამუშაო დღე კვირაში.
  • მინიმუმ 4 მაქსიმუმ 8 საათიანი სამუშაო განრიგი დღის ჭრილში.
  • მუშაობა ცვლებში (დილის, საღამოს და ღამის ცვლა)

 

გუნდის წევრის ძირითადი ვალდებულებები:

  • მომსახურების ზონა: სტუმართა მომსახურება დადგენილი სტანდარტების დაცვით - (მისალმება, შეკვეთის მიღება, შეკვეთის შეგროვება, ანგარიშწორება - მუშაობა სალაროსთან, კომუნიკაცია სტუმრებთან)
  • წარმოების ზონა: პროდუქციის წარმოება - პროდუქციის წარმოება დადგენილი  სტანდარტების დაცვით.
  • რესტორნის დარბაზისა და გარე ტერიტორიის ზონა: ჩვენს რესტორნებსა და გარე  ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
  • სტუმართა კმაყოფილებაზე ზრუნვა;

 

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

  • ბრწყინვალე კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი;
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გუნდში მუშაობის სურვილი;
  • ემოციების მართვის უნარი;
  • საუკეთესო დისციპლინა;
  • განათლება: უმაღლესი (ბაკალავრი) განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
  • კვალიფიკაცია: სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
  • უცხო ენა:  ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ ჩვენს საიტს www.mcdanketa.ge , ანკეტის შესავსებად გუნდის წევრის პოზიციაზე - მოთხოვნილ შესაბამის ველებში შეიყვანონ მოცემული მონაცემები (User: Crew, Password: crew2018) და შეავსონ ანკეტა გუნდის წევრის პოზიციაზე.

 

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
მოლარე-კონსულტანტი

საოჯახო სამზარეულო მეზობელი


14 სექ - 13 ოქტ

Cashier

Casino Princess Batumi


30 აგვ - 28 სექ

Customer Service Representative

Astrum Solutions


18 სექ - 17 ოქტ

Retenion English Speaking Agent

ალფა მარკეტინგი


07 სექ - 06 ოქტ

Rooms Division Manager in Batumi

Radisson Blu Hotel Batumi


04 სექ - 30 სექ

SME Sale

თიბისი დაზღვევა


10 სექ - 01 ოქტ

ადმინისტრატორი/მოლარე ლაგოდეხში

PlayRoom


21 სექ - 20 ოქტ