მომღერალი

თარიღები: 07 სექ - 06 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: hr@riverside.ge
ხელოვნება/მედია:  მომღერალი

სასტუმრო „რივერ საიდი“ წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი ტიფანი ბარი გაიხსნა. 

„რივერ საიდი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო  წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის Travelers’ Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc-სგან. აღსანიშნავია ასევე სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

“Tiffany Bar & Terrace” აცხადებს მომღერლის (ან დუეტის) ვაკანსიას, რომელიც  შერჩევით კვირის დღეებში, საღამოს საათებში წარსდგება თავისი რეპერტუარით ბარის/ტერასის სტუმრების წინაშე.

 

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სასიამოვნო გარეგნობა;
  • აკადემიური გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი.

 

თუ  აკმაყოფილებთ ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV, მუსიკალური შესრულების ვიდეოსთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@riverside.ge

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდის საშუალებით www.tiffany.ge და მოგვაწოდოთ თქვენი ვიდეო ფაილი.

მსგავსი განცხადებები
მომღერალი

რესტორან მუზეუმი გუჯარი


06 სექ - 05 ოქტ

მომღერალი

კავიანი


17 სექ - 15 ოქტ

ქალაქური სიმღერების  შემსრულებელი  ტრიო/კვარტეტი ქუთაისში

კაფე


29 აგვ - 27 სექ