კონკურსი სოციალური საწარმოს პროექტების დაფინანსებაზე

თარიღები: 22 სექ - 06 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: grants@tree.ge
ტელეფონი: 0322444493
არასამთავრობო (NGO):  სხვა (NGO) ტენდერი/კონკურსი:  კონკურსი ტენდერი

საქართველო ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი კონკურსი დაფინანსდება!

 

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ რიგით მეხუთე საგრანტო კონკურსს აცხადებს და სოციალური საკითხების მოგვარების, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით სოციალური საწარმოს პროექტების დაფინანსებას.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებას, რაც წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება − ეკონომიკური და სოციალური (მათ შორის, სოციალური უმთავრესია). ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზნის − სოციალური კეთილდღეობის − მიღწევის წინაპირობა.


საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრას უნდა მოხმარდეს. ამასთან, სოციალური საწარმოს იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრანტის სახით მიღებული დაფინანსების დასრულების შემდგომ უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება და განვითარება. 

 

კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობები: 

მონაწილეობის უფლება აქვთ: 

  • საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
  • საინიციატივო ჯგუფებს;


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სოციალური საწარმოს იდეის ინიციატორი და განმახორციელებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ მცირე 2 ადამიანისგან შემდგარი გუნდი, რომლის წევრთა ასაკი აღემატება 18 წელს. 

თითოეულ პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს.

პროექტის იდეა უნდა ეფუძნებოდეს გრძელვადიან, მდგრადი განვითარების გეგმას და არ უნდა ატარებდეს ერთჯერადი პროექტის სახეს; 

საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი; 

პროექტის განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ონლაინ ფონდ „სიცოცხლის ხის“ ვებგვერდზე: www.tree.ge   

 

პროექტს უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • ბიუჯეტის ფორმა;
  • აქტივობების კალენდარი (დროის გეგმა);
  • პროექტის ხელმძღვანელების რეზიუმე (CV);
  • მოგება-ზარალის უწყისი;
  • საპრეზენტაციო ფორმა და
  • სხვა დამატებითი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

კომპეტენტური ჟიური შეარჩევს და „საქართველოს ბანკის ფონდი“  დააფინანსებს სოციალური საწარმოს მდგრად პროექტებს. ჟიური დაკომპლექტდება შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებით. 

 

დეტალური პირობები


საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2018 წლის 10  აგვისტოს.
საკონკურსო პროექტის მიღება დასრულდება 2018 წლის 10 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე. 


შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში გამოცხადებულ კონკურსებში შეირჩა და „საქართველოს ბანკის“  მხარდაჭერით საერთო ჯამში 400 000 ლარით დაფინანსდა 10 სოციალური საწარმოს პროექტი. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა და დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.

შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტის მისამართზე: grants@tree.ge

ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:  2444 493    

გისურვებთ წარმატებას! 

გმადლობთ, რომ ზრუნავთ!

მსგავსი განცხადებები
Administrative and Supply Assistant

Unicef


18 სექ - 02 ოქტ

SKYE პროექტის ლიდერი რეგიონებში

World Vision


11 სექ - 10 ოქტ

საგრანტო კონკურსი

USAID/G-HIP პროექტი


20 სექ - 19 ოქტ

სერვერის ოპერატიული მეხსიერების შესყიდვაზე

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


20 სექ - 19 ოქტ

ტედნერი ვებ-გვერდის შექმნაზე

გრინვეი საქართველო


21 სექ - 20 ოქტ

ტენდერი IT აუდიტზე

ფინკა ბანკი საქართველო


13 სექ - 27 სექ

ტენდერი კარდონის ბრენდირებულ შეფუთვაზე

ლომისი


20 სექ - 19 ოქტ