ლოჯისტიკის მენეჯერი

თარიღები: 07 სექ - 06 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: careers@index.com.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი

INDEX  აცხადებს ვაკანსიას „ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს INDEX GROUP დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ და წარმოადგენს ევროპის საუკეთესო და წამყვან ბრენდებს. კომპანიის მულტი-ბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო მასალების სრული გამა (ავეჯი, განათება, მოსაპირკეთებელი მასალები). 


სამუშაოს აღწერილობა:

  • ლოჯისტიკასთან, ტვირთის ტრანსპორტირებასთან და განბაჟებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება;
  • ურთიერთობა სატრანსპორტო კომპანიებთან, მოლაპარაკებების წარმოება, შეკვეთების გაფორმება;
  • შეკვეთების დამუშავება, ტვირთების გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი; გადაზიდვის სრული ციკლის კოორდინაცია;
  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების კონტროლი, ვადების კონტროლი და მკაცრი დაცვა;
  • საბაჯო პროცედურების ჩატარება, დოკუმენტაციის წარმოება;
  • სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობა ტვირთებთან დაკავშირებით, საჭირო პროცედურების ჩატარება; დოკუმენტაციის წარმოება;
  • მიღებული მატერიალური ფასეულობების ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
  • შიდა ტრანსპორტირების ორგანიზება; დამკვეთისადმი ტვირთის დროული მიწოდება და გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის საფუძველზე;
  • საწყობში მარაგების აღრიცხვა და განაწილების კონტროლი;
  • კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; კორესპონდენციის წარმოება ინგლისურ და რუსულ ენებზე;
  • საქმიანობის შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური  დავალებების შესრულება; საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების ჯეროვნად შესრულება.

                           

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება (იმპორტი);
  • ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა სავალდებულოა (წერა, ზეპირი);
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
  • ასაკი - 30 წელზე ზევით;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ასევე ინიციატივის გამოვლინება და საკუთარ თავზე აღება;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრეზენტაციის, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი
  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარი
  • სწრაფი აზროვნების უნარი.

 

სავალდებულოა: ტექნიკურად გამართული ავტომობილის ყოლა; საწვავს ხარჯის ანაზღაურება ხდება კომპანიის მიერ.
 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (!!!) შემდეგ მისამართზე: careers@index.com.ge

 

სავალდებულოა: "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ლოჯისტიკის მენეჯერი.

მსგავსი განცხადებები
თურქულენოვანი ლოჯისტიკის მენეჯერი

მეტრო ლოგისტიკი


10 სექ - 08 ოქტ

ლოგისტიკის ჯგუფის უფროსი

თიბისი ბანკი


21 სექ - 04 ოქტ

ლოჯისტიკის მენეჯერი

ჯეუ გრუპი


20 სექ - 19 ოქტ