კომუნიკაციების კოორდინატორი ქუთაისში, წყალტუბოსა და ცაგერში

თარიღები: 17 სექ - 20 სექ
მდებარეობა: ქუთაისი წყალტუბო ცაგერი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: recruitment@namakhvani.com
სხვა:  პროექტის მართვა მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები

შპს ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების კოორდინატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო მდებარიეობა: ქუთაისი/ წყალტუბო/ ცაგერი/ პროექტის განხორციელების არეალი

ვადა: პროექტის განხორციელების განმავლობაში

მგზავრობა: ყოველდღიურად პროექტის ზემოქმედების არეალში

გამოცდილება:

3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, თემთან ურთიერთობის, ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით

 

ენის ფლობა:

ქართული სრულყოფილად, ინგლისურ ენაზე კარგად წერა და საუბარი

 

მართვის მოწმობა: იქნება უპირატესობა

 

საკონტაქტო ელექტრონული მისამართი: recruitment@namakhvani.com

ვებ გვერდი: http://www.namakhvani.com/

 

ბოლო ვადა: ხუთშაბათი 20 სექტემბერი

 

სამუშაოს მიზანი:

ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრების მართვა. დაინტერესებულ მხარეებთან პროექტის წარდგენა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის დამყარება, მათი მოსმენა, შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება და პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის არეალში განთავსებული საინფორმაციო ცენტრების მართვა
  • საინფორმაციო ცენტრების საშუალებით ეფექტური გარე საკომუნიკაციო არხების შექმნა ადგილობრივ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაციისთვის
  • საქმიანობის პროცესში მუდმივი კოორდინაცია სოციალურ და LARP ჯგუფებთან
  • ეფექტური შიდა საკომუნიკაციო არხების შექმნა საინფორმაციო ცენტრებისათვის კომპანიის სხვადასხვა გუნდებთან სამუშაოდ
  • საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სტანდარტების შესაბამისად, გამჭვირვალე და სტაბილური ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ თემებთან
  • დაინტერესებული მხარეების მართვის გეგმის მიზნებისა და სტრატეგიების შესაბამისად, რეგულარული კონსულტაციების ორგანიზება და მართვა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ყველა სოფელში
  • რეგულარული კონსულტაციების გამართვა მოწყვლად/სპეციალურ ჯგუფებთან და შინამეურნეობებთან
  • თემის წარმომადგენელი ქალების პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფა
  • დაინტერესებული ფოკუს ჯგუფების მუშაობის მხარდაჭერა
  • საჩივრების მართვის პროცედურის შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობიდან შემოსული საკითხების დაუყოვნებლივ განხილვა და მოგვარება
  • კონფლიქტური სიტუაციების სამართლიანად და გამჭვირვალედ მართვა
  • პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თემის ყველა წევრისთვის
  • მთავარ კონტრაქტორთან კოორდინირება და უზრუნველყოფა, რომ კონტრაქტორის პროცედურები გამჭვირვალე, თანმიმდევრული და თანასწორია, ამავდროულად შეესაბამება კომპანიის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობას
  • საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ დონეზე, შესყიდვების პროცესებში მონაწილეობის მიღება
  • „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ ეთიკის კოდექსის, ანტიკორუფციული წესებისა და პრაქტიკის მხარდაჭერა და კონტრაქტორების მხრიდან მათი შესრულების უზრუნველყოფა
  • პროექტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტებისა და რეგულაციების შესრულება  და ამავე დროს უზრუნველყოფა კონტრაქტორის მხრიდან ყოველდღიურ საქმიანობაში
  • „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ სათემო ინვესტიციების პროექტებში ჩართულობა 
  • საჭიროებისამებრ ახალი პროექტების შემუშავების ყველა ეტაპზე ჩართვა
  • მენეჯმენტისათვის ყოველკვირეული ან მოთხოვნისამებრ ანგარიშის ჩაბარება

 

 

სამუშაო გამოცდილება:

  • 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, თემთან ურთიერთობის, ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით
  • ანგარიშების მომზადებისა და ინფორმაციის წარდგენის უნარი
  • საერთაშორისო გუნდთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინფორმირებულობა დასავლეთ საქართველოში არსებული სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ
  • უპირატესობად ჩაითვლება ხარისხი სოციალურ მეციერებებში

 

სპეციალური უნარები:

  • თემის ჩართულობის მართვის გამოცდილება
  • დაინტერსებულ მხარეებთან კომუნიკაციის უნარი
  • კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • სანდოობა და კონფიდენციალური საკითხების გათვალისწინება
  • ადაპტირების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კარგი საორგანიზაციო უნარები
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა, რამდენადაც ეს ეხება დაინტერესებულ მხარეების/ადგილობრივების ინფორმირებულობას
  • უპირატესობად ჩაითვლება ხარისხი სოციალურ მეციერებებში
  • Microsoft Office პროგრამების ფლობა
  • მონაცემების ანალიზისა და ტენდენციის იდენტიფიცირების (რაოდენობრივი და თვისებრივი) უნარი ჩაითვლება უპირატესობად
მსგავსი განცხადებები
Beauty Trainer

Avon


04 სექ - 03 ოქტ

HVAC  პროექტის მენეჯერი

თერმა


07 სექ - 06 ოქტ

Monitoring and Evaluation/M&E Specialist

CENN


07 სექ - 28 სექ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აგვ - 21 სექ

ბიზნეს ლიტერატურის პროექტის მენეჯერი

პალიტრა მედია ჰოლდინგი


11 სექ - 10 ოქტ

გაყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე

ბი ემ ეს


03 სექ - 02 ოქტ

კომერციული მენეჯერი

ლიტვური საცხობი +


04 სექ - 03 ოქტ