კორპორატიული VIP მენეჯერი

თარიღები: 07 სექ - 05 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: hralpha@alpha.ge
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი) კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)

ავერსი ჰოლდინგის წევრი ,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული VIP მენეჯერის პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბუნუსი გაყიდვების გეგმების შესრულებიდან

 

,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ არის სწრაფად მზარდი ქართული ბიზნესი, რომელიც ორინეტირებულია მოიპოვოს წამყვანი პოზიციები სადაზღვევო ბაზარზე როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით.  წლიური 75%-იანი ზრდის მაჩვენებლის, ავერსი ჰოლდინგის უნიკალური სამედიცინო მომსახურებების შესაძლებლობების, ამბიციური და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული მენეჯმენტის საშუალებით, ალფა გთავაზობთ კარიერული წინსვლისა და პორტფელის ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებს.

თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილ ბიზნეს სექტორებში მუშაობის გამოცდილება, მოხარული ვიქნებით, თუ შემოუერთდებით ჩვენს გუნდს. ჩვენ ვეძებთ ამბიციურ, თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებს, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ სადაზღვევო ბაზრის ყველა გამოწვევა.

წარმატების მისაღწევად ჩვენ გთავაზობთ ბექ ოფისის სრულ მხარდაჭერას და ტექნიკურ უზრუნველყოფას. თქვენ დაგჭირდებათ გაეცნოთ ალფას მიერ კორპორატიული სეგმენტისთვის შეთავაზებულ ძირითად სადაზღვევო პროდუქტებს და თქვენი ჩართულობა ბექ ოფისის ბაზრის მოთხოვნებთან გაცნობაში იქნება სათანადოდ დაფასებული. 

მენეჯერები, რომლებსაც ექნებათ პორტფელი 500 000 ლარზე მეტი მოზიდული პრემიით  უზრუნველყოფილნი იქნებიან პირადი ასისტენტებით და ექსკლუზიური მუშაობის უფლებით კონკრეტულ ბიზნეს სეგმენტებზე.

 

მოთხოვნები კანდიდატებთან:

  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • სამიზნე ბიზნეს სექტორის კარგი ცოდნა;
  • სასურველია უმაღლესი განათლება, დაკავშირებული სამიზნე ბიზნეს სექტორთან;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
  • დარწმუნების უნარი;
  • ენერგიულობა ;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ამბიციურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ჩვენთვის საინტერესო ბიზნეს სექტორები:

  • საკვები პროდუქტების და თამბაქოს წარმოება
  • მსუბუქი მრეწველობა
  • პორტები, ტერმინალები, საწყობები, უსაფრთხოების ბიზნესი
  • ტრანსპორტი და ტვირთის გადაზიდვის ბიზნესი
  • ტურიზმის და მასპინძლობის სექტორი
  • ნავთობისა და საწვავის ბიზნესი
  • საცალო ვაჭრობა
  • არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოური კომპანიები
  • ღვინო და აგრო პროდუქციის წარმოება
  • სამთო მოპოვებითი მრეწველობა და მძიმე მრეწველობა
  • ჯანდაცვა და ფარმაცია

 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კანდიდატურა აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე hralpha@alpha.ge

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ტელ:+995 32  2 640 199 (4242)

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას და სრულ მხარდაჭერას კარიერულ ზრდაში.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  06 ოქტომბერი 2018 წელი

მსგავსი განცხადებები
ანაზღაურებადი სტაჟირება სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების განყოფილებაში

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი


11 სექ - 23 სექ

საცალო და კორპორატიული დაზღვევის ოფიცერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


27 აგვ - 24 სექ

საცალო/კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია პრაიმი


30 აგვ - 28 სექ

SME Sale

თიბისი დაზღვევა


10 სექ - 01 ოქტ

ავტოზარალების სერვისის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი


13 სექ - 30 სექ

ამბულატორიული და სტომატოლოგიური შემთხვევების მართვის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია უნისონი


04 სექ - 03 ოქტ

გაყიდვების აგენტი

სადაზღვევო კომპანია უნისონი


14 სექ - 21 სექ