სამედიცინო წარმომადგენელი

თარიღები: 04 სექ - 25 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 500
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: farconi.ge@gmail.com
სამედიცინო:  სამედიცინო წარმომადგენელი სხვა (სამედიცინო)

კომპანია "ფარკონი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

 

 

კომპანია „ფარკონი“ (www.farconi.com.ge) 1997 წლიდან დაკავებულია სამკურნალო მცენარეული ნედლულის გადამუშავებითა და რეალიზაციით როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. 2016 წელს, კომპანიას მიენიჭა ISO 22000 სერთიფიკატი, დაინერგა ახალი, თანამედროვე გადასამუშავებელი და შესაფუთი დანადგარები, რამაც საშუალება მოგვცა  უმაღლესი ხარისხის, ქართული და ევროპული ნედლეულით დამზადებული პროდუქტი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა. 2017 წლის დეკემბრიდან, „ფარკონი“ წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით ავერსის, PSP-ს, ფარმადეპოს, ჯიპისისა და სახალხო აფთიაქის სააფთიაქო ქსელებში.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის შესწავლა და პრეზენტაციების მომზადება
  • პრეზენტაციების წარდგენა ფარმაცევტებისა და ექიმების წინაშე
  • სააფთიაქო ქსელებთან მუშაობა და ახალ პროდუქტებზე ინფორმაციის სისტემატური მიწოდება
  • ექიმებთან მუშაობა და პროდუქციაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო განათლება)
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ყოველი სამუშაო კვირის ბოლოს რაპორტის წარდგენა შესრულებულ სამუშაოზე
  • სამუშაო დროის ეფექტური მართვის უნარი
  • სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი

 

 

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს პროფესიული განვითარების საშუალებას.

ანაზღაურება 500 ლარი + ბონუსი

სამედიცინო წარმომადგენლის კანდიდატურაზე შეირჩევა 2 კანდიდატი.

 

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოხსენებულ მოთხვნებს, რეზიუმე უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: farconi.ge@gmail.com არაუგვიანეს 25 სექტემბრისა. გზავნილში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სამედიცინო წარმომადგენელი“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე

გასაუბრება გაიმართება თბილისში, დროს შეგატყობინებთ რეზიუმეების განხილვის შემდეგ.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილთ შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/Farconiltd/   

 

მსგავსი განცხადებები
Medical Representative

ლე ლაბორატუა სერვიე


22 აგვ - 20 სექ

სამედიცინო წარმომადგენელი

KAVA PHARMA


31 აგვ - 29 სექ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და აჭარის რეგიონში

დენი ენდ ჰემი-ს წარმომადგენლობა საქართველოში


04 სექ - 03 ოქტ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და რეგიონებში

ლუქსფარმა


22 აგვ - 20 სექ

ალერგოლოგი

სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი კიდმედი


05 სექ - 04 ოქტ

ანგიოქირურგი საგარეჯოში

ჯეო ჰოსპიტალს


11 სექ - 28 სექ

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გურჯაანში

ჯეო ჰოსპიტალს


23 აგვ - 21 სექ